12 ივნისს, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 234-ე შეხვედრაზე (რომელიც სენტ ლუისში ჩატარდა), როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარების მოხსენების თანახმად ჩვენი გალაქტიკის გარე დისკოს სპეციფიკური შეშფოთებები შესაძლოა გამოეწვია ახლად აღმოჩენილ ჯუჯა გალაქტიკა ანტილა 2-ის დაჯახებას.
ჟურნალ Nature-ს ბოლო ნომერში გამოქვეყნდა კანადელი და ამერიკელი ასტროფიზიკოსების სტატია, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ დედამიწაზე არსებული მძიმე ელემენტების უმრავლესობა, როგორებიცაა მაგალითად ოქრო და პლატინა, წარმოიქმნნენ აქამდე ნაკლებად შესწავლილი ტიპის ზეახალი ვარსკვლავის (კოლაფსარის) აფეთქების შედეგად.
ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სიმულაციების შედეგი, რომელიც ეთანხმება 1975 წელს გამოთქმულ ვარაუდს, რომ შავი ხვრელის აკრეციული დისკოს სიბრტყე უსწორდება შავი ხვრელის ეკვატორს.
ჟურნალ Science Advance-ს ივნისის ნომერში კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარების სტატიაში ნათქვამია, რომ Hubble კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებზე დაყრდნობით მათ აჩვენეს, რომ ყვითელი ლაქები იუპიტერის მთვარე ევროპის ზედაპირზე წარმოადგენს ნატრიუმქლორიდს, ანუ სუფრის მარილს. ეს აღმოჩენა მიგვანიშნებს, რომ ევროპის ყინულქვეშა ოკეანის ქიმია უფრო ახლოა დედამიწის ოკეანეების მახასიათებლებთან ვიდრე აქამდე გვეგონა.
ჟურნალ Geophysical Research Letters-ის მაისის ნომერში გამოქვეყნდა ამერიკელი ფიზიკოსების სტატია უჩვეულოდ დიდი მასის აღმოჩენის შესახებ მთვარის უდიდესი კრატერის ქვეშ, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ლითონის ასტეროიდს, რომელმაც ეს კრატერი შექმნა.
ივნისის დასაწყისში გრანადაში (ესპანეთი) გამართულ კონფერენციაზე კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შემოგვთავაზეს ფარული მატერიის ახალი მოდელი და მისი დეტექტირების გზები.
ჟურნალ Nature-ს ივნისის ნომერი გვაუწყებს, რომ ამერიკელმა ამეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ზეგამტარი მაგნიტი, რომელსაც შეუძლია 45.5 ტესლა დაძაბულობის გენერირება.
ჟურნალ Nature-ს ივნისის ნომერში გამოქვეყნდა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის მონაცემები იმის შესახებ, რომ რკინის ოქსიდის ჰემატიტს შეუძლია შეინარჩუნოს დამაგნიტება ღრმად დედამიწის მანტიაში, რაც მნიშვნელოვანია დედამიწის მაგნიტური პოლუსების გადაადგილებების ანალიზისთვის.
ჟურნალ Nature-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ამერიკელი ასტრონომების სტატია ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის გარეშემო ცივი ნისლოვანი დისკოს აღმოჩენის შესახებ. დაკვირვებებისთვის გამოყენებული იქნა ატაკამას უდაბნოში (ჩილე) განთავსებული რადიო ტელესკოპების მასივი ALMA.
ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society აპრილის ნომერში გამოქვეყნებული იქნა ბრიტანელი ასტრონომების სტატია ახალი ეგზოპლანეტის აღმოჩენის შესახებ. ნეპტუნზე მცირე ზომის ეგზოპლანეტა საკუთარი ატმოსფეროთი აღმოაჩნდა მისი ვარსკვლავის ახლოს ისეთ რეგიონში, სადაც წესით ნეპტუნის ტიპის პლანეტა არ უნდა ყოფილიყო.



