შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 310
ბოლო წევრი: Leila Cherkezishvili

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

კოსმოლოგები მიუახლოვდნენ ჰაბლის დაძაბულობის ამოხსნას
კოსმოლოგები მიუახლოვდნენ ჰაბლის დაძაბულობის ამოხსნას

ჟურნალმა Physical Review Letters-მა ახლახან დასაბეჭდად მიიღო ამერიკელი თეორეტიკოსი ფიზიკოსების სტატია, სადაც შემოთავაზებულია ჰაბლის მუდმივის — პარამეტრის, რომელიც აჩვენებს, რამდენად სწრაფად ფართოვდება სამყარო — უფრო ზუსტად განსაზღვრის ახალი მეთოდი. პირდაპირი დაკვირვებების ნაცვლად ავტორებმა გამოიყენეს გრავიტაციული ტალღების ფონის დაუფიქსირებლობა, რომელიც წესით უნდა წარმოიქმნას მილიონობით შავი ხვრელის შერწყმის შედეგად. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა გამოირიცხოს ჰაბლის პარამეტრის ძალიან დაბალი მნიშვნელობები, რაც მეცნიერებს ე. წ. ჰაბლის დაძაბულობის გადაჭრას აახლოებს.

გავლენას ახდენს თუ არა სამყაროს გაფართოებაზე კვანტური ინფორმაცია?
გავლენას ახდენს თუ არა სამყაროს გაფართოებაზე კვანტური ინფორმაცია?

2026 წლის 25 იანვარს ლოს-ალამოსის სამეცნიერო ნაშრომების არქივში ჩაიდო სტატია, რომელიც გვთავაზობს ერთ-ერთი კოსმოლოგიური პრობლემის, ე. წ. ჰაბლის დაძაბულობის, ახალ ახსნას. ეს ახსნა უკავშირდება კვანტური ინფორმაციის შესაძლო დეფიციტს ხილული სამყაროს საზღვარზე.

ფიზიკოსებმა მოლეკულა ელექტრონების მინიატურულ ამაჩქარებლად გამოიყენეს
ფიზიკოსებმა მოლეკულა ელექტრონების მინიატურულ ამაჩქარებლად გამოიყენეს

2025 წლის 23 ოქტომბერს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული რადიუმის მონოფტორიდის მოლეკულის სტრუქტურის ზუსტი ლაზერულ-სპექტროსკოპიული გაზომვები და შესაბამისი თეორიული გამოთვლები. მიღებული შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სამყაროს ბარიონული ასიმეტრიის უკეთ გასაგებად, რადგან რადიუმის ატომს ასიმეტრიული (მსხლის ფორმის) ბირთვი აქვს, რაც შესაძლოა მეცნიერებს დაეხმაროს ფუნდამენტური სიმეტრიების დარღვევის მექანიზმების გამოვლენაში.

2025 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში გაიცა მაკროსკოპულ ელექტრულ წრედებში კვანტური ტუნელირებისა და ენერგიის დაკვანტვის აღმოჩენისთვის
2025 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში გაიცა მაკროსკოპულ ელექტრულ წრედებში კვანტური ტუნელირებისა და ენერგიის დაკვანტვის აღმოჩენისთვის

7 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ 2025 წლის ფიზიკის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი ფიზიკოსები: ჯონ კლარკი, მიშელ დევორე და ჯონ მარტინისი. პრემია მათ მიენიჭათ კვანტური მექანიკის ფუნდამენტური აღმოჩენებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კვანტური ტუნელირების ეფექტის შესწავლასთან მაკროსკოპულ ფიზიკურ სისტემებში.

ნეიროქსელის გაძლიერებით სწავლებამ LIGO-ს აპარატურული ხმაური გააქრო
ნეიროქსელის გაძლიერებით სწავლებამ LIGO-ს აპარატურული ხმაური გააქრო

2025 წლის 4 სექტემბერს ჟურნალმა Science გამოაქვეყნა Google DeepMind-ის კოლაბორაციის და გრავიტაციული ტალღების ლაბორატორია LIGO-ს ერთობლივი სტატია, რომელიც გვაუწყებს, რომ მათ ერთად შექმნეს ნეიროქსელი, რომელიც ამცირებს ხმაურს გრავიტაციული ტალღების დეტექტორში. ნეიროქსელის გაძლიერებით სწავლებამ უკვე შეძლო სარკეებში არსებული, სტაბილიზაციის სისტემით გამოწვეული ხმაურის ასჯერ შემცირება, რაც LIGO-ს საშუალებას მისცემს დააფიქსიროს ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის საწყისი ეტაპები, ასევე საშუალო ზომის შავი ხვრელების შერწყმა.

ფოტონების შეჯახება ვაკუუმში: კვანტურმა სიმულაციამ არაფრისგან შექმნა სინათლე
ფოტონების შეჯახება ვაკუუმში: კვანტურმა სიმულაციამ არაფრისგან შექმნა სინათლე

2025 წლის 5 ივნისს ჟურნალმა Communications Physics გამოაქვეყნა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია სადაც მოყვანილია კომპიუტერული სიმულაციის შედეგები, რომელიც აღწერს ძლიერი ლაზერული სხივებით კვანტური ვაკუუმიდან ფოტონის გაჩენას.

სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა
სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა

2025 წლის ივნისში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ასტრონომებმა გამოაქვეყნეს 2023-2024 წლებში ჩატარებული დაკვირვებების მონაცემები, მათ შორის გალაქტიკების კატალოგი და ინტერაქტიული ფოტოები.

Majorana 1: პირველი კვანტური ჩიპი მსოფლიოში
Majorana 1: პირველი კვანტური ჩიპი მსოფლიოში

2025 წლის 19 თებერვალს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მაიკროსოფტის კორპორაციასთან აფილირებულმა ჯგუფმა გამოაცხადა მსოფლიოში პირველი კვანტური ჩიპის - Majorana 1-ის შექმნის შესახებ.

ტიტანის ატმოსფეროს რეალური სახე
ტიტანის ატმოსფეროს რეალური სახე

The Planetary Science Journal-მა 2025 წლის 20 მაისს გამოაქვეყნა ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრების სტატია, სადაც გაანალიზებულია სატურნის უდიდესი თანამგზავრის, ტიტანის ატმოსფეროს უცნაური ქცევა.

"კოსმოსური რადიო-დეტექტორი" და ფარული მატერია
"კოსმოსური რადიო-დეტექტორი" და ფარული მატერია

2025 წლის 16 აპრილს ჟურნალმა Nature გამოქვეყნა სტატია "აქსიონურ კვაზინაწილაკზე დაკვირვება ორგანზომილებიან MnBi₂Te₄-ში". კვლევაში მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი გვთავაზობს აქსიონების (ფარული მატერიის ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატი ნაწილაკების) ნახევარგამტარულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეტექტორის პროექტს.