შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ტელესკოპით Subaru ერთდროულად 1800 ზეახალს აკვირდებიან
ტელესკოპით Subaru ერთდროულად 1800 ზეახალს აკვირდებიან

ზეახალს უწოდებენ აფეთქებულ ვარსკვლავს, რომელმაც ამოწურა თავისი საწვავის მარაგი. ისინი ხშირად ისეთივე ნათელი ხდებიან, რომ თავისი გამოსხივებით ჩრდილავენ მთელ გალაქტიკას 1-6 თვის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია la ტიპის ზეახალი ვარსკვლავები, რადგან მათთვის დამახასიათებელი სიკაშკაშე საშუალებას აძლევს მკვლევარს გამოთვალოს რამდენად შორს არიან ისინი დედამიწიდან. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა კოსმოლოგებისთვის, რომელთაც სურთ სამყაროს გაფართოების შესწავლა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში მკვლევარებმა გამოყვეს ახალი ტიპის ზეახალი ვარსკვლავების კლასი, სუპერმანათობელი ზეახალი, რომლებიც 5-10-ჯერ უფრო კაშკაშაა ვიდრე la ტიპის. მათი უჩვეულო სიკაშკაშე საშულებას იძლევა შესწავლილი იქნას სამყაროს უფრო შორეული კუთხეები. როგორც ცნობილია, შორეული სამყარო ნიშნავს ადრეულ სამყაროს. ასე, რომ ამ ტიპის ვარსკვლავის შესწავლით შესაძლოა მივიღოთ ინფორმაცია დიდი აფეთქების შემდეგ გაჩენილ პირველი ვარსკვლავების მახასიათებლებზე.

ზეახალი იშვიათი მოვლენაა და მისი აღმოჩენა მხოლოდ ფართო ხედვის ტელესკოპებით შეიძლება. დაკვირვებების შანსების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ტოკიოსთან განთავსებული კავლის ინსტიტუტის (Kavli IPMU) მკვლევარებმა გამოიყენეს იაპონიის ნაციონალური ასტრონომიული ობსერვატორიის კუთვნილი ტელესკოპი Subaru, რომელიც განთავსებულია კუნძულზე მაუნა-კეა (ჰავაი). ეს ტელესკოპი აღჭურვილია 870 მეგაპიქსელიანი ციფრული კამერით და ერთჯერადად იღებს ღამის ცის დიდ მონაკვეთს.

ცის თაღის ერთი და ეგივე მონაკვეთის ექვსთვიანი დაკვირვების შედეგად მკვლევარებმა შეძლეს ახალი ზეახალი ვარსკვლავების იდენტიფიცირება იმ ვარსკვლავებიდან რომლებიც მოულოდნელად გამოჩნდნენ და თანდათან მათი სიკაშკაშე შემცირდა.

შედეგად გუნდმა გამოავლინა 5 სუპერმანათობელი ზეახალი ვარსკვლავი და დაახლოებით 400 la ტიპის ზეახალი, 58 მათგანი დედამიწიდან რვა მილიარდი სინათლის წელით არის დაშორებული.

Subaru ტელესკოპის დახმარებით მკვლევარებს უკვე შექმნილი აქვთ ფარული მატერიის განაწილების 3D რუქა, გარდა ამისა იგი გამოყენებული იყო პირველადი შავი ხვრელების შესასწავლად. ეხლა აღმოჩნდა, რომ ეს ინსტრუმენტი ასევე საშუალებას იძლევა აღმოჩენილი იქნას ძალიან შორს მყოფი ზეახალი ვარსკვლავები.

მეცნიერების შემდეგი ნაბიჯი იქნება მიღებული მონაცემების გამოყენება, რათა დაზუსტდეს სამყაროს გაფართოების კანონი და შესწავლილი იყოს თუ როგორ იცვლება დროში ბნელი ენერგია.

წყარო:

https://www.sciencedaily.com/releases/2019/05/190531085408.htm

 

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.