სტივენ ჰოკინგის ერთ-ერთი მოდელის თანახმად შავი ხვრელი მთლიანად არ შთანთქავს მასზე დაცემულ მატერიას - ზოგიერთ შემთხვევაში, როცა შავი ხვრელის ჰორიზონტთან კვანტურად გადაჯაჭვული ნაწილაკების წყვილი იბადება, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ვარდება ცენტრისკენ, მეორე კი გამოსხივდება. ჰოკინგმა აჩვენა, რომ ამ ტიპის გამოსხივებას აქვს თერმული ხასიათი, რომლის ტემპერატურა დამოკიდებულია შავი ხვრელის მასაზე. ამ მოდელის შემოწმება საკმაოდ რთულია გამოსხივების ენერგიის სიმცირის გამო.
პრობლემის გადასაწყვეტად მეცნიერებმა შექმნეს შავი ხვრელის ანალოგი სითხეებში, ე. წ. აკუსტიკური შავი ხვრელები, სადაც ნაწილაკების როლს ბგერითი ტალღები ასრულებდნენ. აკუსტიკური შავი ხვრელების შემთხვევაში ფონონებს (შეშფოთებებს სითხეში) არ შეუძლიათ გაექცნენ ლოკალურად ბგერით სიჩქარეზე სწრაფად მოძრავი სითხის დინებას.
ჟურნალ Nature-ს 29 მაისის ნომერში გამოქვეყნდა ისრაელის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა სტატია. სტატიაში აღწერილია ექსპერიმენტი, რომელიც ადასტურებს ჰოკინგის გამოსხივების თეორიის სამართლიანობას აკუსტიკური შავი ხვრელებისათვის.
ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მათ აიღეს გარკვეული ოდენობის რუბიდიუმის ატომთა ჯგუფი, გაყინეს დაბალ ტემპერატურამდე და ლაზერის გამოყენებით შექმნეს ბოზე-აინშტაინის კონდენსატი. შემდეგ ატომებისაგან შექნეს ნაკადი, რომელ ქმნის აკუსტიკურ შავ ხვრელს. მეცნიერები დააკვირდნენ ფონონების წყვილს აკუსტიკური შავი ხვრელის კიდესთან, რომელთაგანაც ერთ ერთი აიძულეს ემოძრავა ნაკადის ცენტრისკენ, მეორე კი მის საწინააღმდეგოდ. შემდეგ მათ გაზომეს ორივე ფონონის ნაკადის ტემპერატურა 0.035 მემილიარდედის სიზუსტით. აღმოჩნდა, რომ ეს ტემპერატურა ემთხვეოდა ჰოკინგის თეორიით ნაწინასწარმეტყველევ შედეგს. მათ აგრეთვე აჩვენეს, რომ გამოსხივებას ჰქონდა თერმული ხასიათის.
წყარო: