NASA-ს ვებ-გვერდზე 2019 წლის მარტში განთავსდა ინფორმაცია, რომ კოსმოსური ტელესკოპების Hubble (NASA) და Gaia (ESA) ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა ჩვენი გალაქტიკის მასის დაზუსტება.
ჟურნალ Geochimica et Cosmochimica Acta-ს ბოლო ნომერში მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად მთვარის ბირთვისა და მანტიის გარდამავალი ფენის ტემპერატურა 1300 - 1470 გრადუს ცელსიუსის დიაპაზონშია.
ხმის ტალღები ჩვეულებრივად ყველა მიმართულებით ერთნაირად ვრცელდება და მათზე სინათლე გავლენას ვერ ახდენს. ჟურნალ Nature-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი იელის უნივერსიტეტში (აშშ) ჩატარებულ ექსპერიმენტებში დააკვირდნენ ზემოთ ხსენებული პრინციპიდან გამონაკლის შემთხვევას.
ახალი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია ლაზერით აღგზნებული ოთახის ტემპერატურის ორთქლის ტერაჰერცული რადიაციის გადაყვანა ხილულ სხივებში შექმნეს დურჰამის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). სისტემა საშუალებას გვაძლევს სწრაფად მივიღოთ გამოსახულება ჩვეულებრივი მაღალი სიჩქარის კამერების გამოყენებით და გავაუმჯობესოთ ტექნოლოგიები რომლებიც მუშაობენ ტერაჰერცულ სიხშირეებზე.
Physical Review Letters-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) მკვლევარების სტატია სადაც აღწერილია ნანო-ნაწილაკების სინათლით სამ განზომილებაში ჩაჭერის ახალი ტექნოლოგია, რომელიც აქამდე მხოლოდ ბირთვების გაცივებისთვის გამოიყენებოდა.
კვლევები აჩვენებენ, რომ მზის სისტემის გაზური გიგანტი - იუპიტერი შესაძლოა ოთხჯერ უფრო შორს ჩამოყალიბდა მზისგან მის დღევანდელ მდებარეობასთან შედარებით.
New Scientist-ის მარტის ნომერში გამოქვეყნდა პლუტონზე მომავალი 100 წლის ‘ამინდის პროგნოზი’. დაკვირვებების თანახმად პლუტონის აზოტოვანი ატმოსფეროს სიმკვრივე ბოლო 30 წელია იზრდება და მეცნიერთა აზრით ამჟამად მისი წნევა საკმარისია, რომ ჯუჯა პლანეტაზე მომდევნო საუკუნე ‘ითოვოს’.
Physics Today-ის 2019 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნდა პლანეტა X-ის თანამედროვე ჰიპოტეზის ერთ-ერთი ავტორის მ. ბრაუნის (კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) სტატია, რომელიც ეძღვნება მზის სისტემაში მე-9 პლანეტის სავარაუდო აღმოჩენის ისტორიას.
26 ნოემბერს, თბილისი დროით 23:53, NASA ზონდი InSight წარმატებით დაეშვა მარსის ზედაპირზე. დაშვების პირდაპირი რეპორტაჟი წუხელ მიმდინარეობდა YouTube-ზე და NASA-ს ვებ-გვერდის საშუალებით.
დღეს, 2 ოქტომბერს, გამოცხადდა, რომ 2018 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში მიენიჭათ არტურ ეშკინს (აშშ), ოპტიკური პინცეტის დამზადებისთვის და მისი ბიოლოგიაში გამოყენებისთვის და ჟერარ მურუს (საფრანგეთი) და დონა სთრიქლენდს (კანადა), მაღალი ინტენსივობის ულტრა-მოკლე ოპტიკური იმპულსების გენერაციის მეთოდის შექმნისთვის.



