სფერული კლასტერი Messier 75 (ან NGC 6864) შეიცავს დაახლოებით 400,000 ვარსკვლავს. იგი მდებარეობს ჩვენს გალაქტიკაში, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში და დედამიწისგან 67,000 სინათლის წლითაა დაშორებული. ვარსკვლავების უმრავლესობა გროვის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ქმნის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ 'დასახლებულ' კლასტერს, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ. Messier 75 გამორჩევა ფენომენალური ნათობით - მისის სიკაშკაშე მზისას 180,000-ჯერ აღემატება. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ფოტოზე ეს ობიექტი ასე თვალისმომჭრელად გამოიყურება.
Messier 75-ს მსგავსი ვარსკვლავური გროვები ძირითადად ბრუნავენ გალაქტიკის გარე ორბიტებზე, ნაკლებად "დასახლებულ" რეგიონებში, ქმნიან რა მკვრივ სტრუქტურებს გალაქტიკის გარეუბნებში.
Messier 75 აღმოჩენილ იქნა 1780 წელს, ფრანგი ასტრონომის Pierre Méchain-ის მიერ. იმავე წელს კი იგი გამოიკვლია მეორე ფრანგმა ასტრონომმა Charles Messier-მა და შეიტანი იგი თავის კატალოგი. სურათი გადაღებულია კოსმოსური ობსერვატორიის Hubble (NASA/ESA) ბორტზე 2002 წელს დაყენებული გაუმჯობესებული დაკვირვების კამერის (ACS) მიერ.
Messier 75 შედის Hubble-ს მესიე-კატალოგში, რომელიც შეიცავს ყველაზე შთამბეჭდავ ობიექტებს, რაც კი შეიძლება დაიმზიროს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
წყარო: