შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 306
ბოლო წევრი: Alesandro

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ასტრონომებმა მასიური ყავისფერი ჯუჯა დააფიქსირეს
ასტრონომებმა მასიური ყავისფერი ჯუჯა დააფიქსირეს

13 ივნისს arXiv.org-ზე გამოქვეყნდა ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია ახალი ზემასიური ყავისფერი ჯუჯის აღმოჩენის შესახებ. ახლად დაფიქსირებული ყავისფერი ჯუჯა, EPIC 212036875 b, იუპიტერზე 50-ჯერ მძიმეა და ამ ტიპის დღემდე აღმოჩენილი ყველაზე მასიური ობიექტია.

შავი ხვრელის რადიაციას შეუძლია შექმნას სიცოცხლე
შავი ხვრელის რადიაციას შეუძლია შექმნას სიცოცხლე

The Astrophysical Journal-ის მაისის ნომერში გამოქვეყნდა ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ არსებობს კიდევ ერთი სახის სასიცოცხლო ზონა, რომელიც უნდა განვიხილოთ უცხო სიცოცხლის ძებნისას - ამ ზონის ცენტრში მდებარეობს არა ვარსკვლავი არამედ სუპერ მასიური შავი ხვრელი.

მაღალი ენერგიის გამა აფეთქებები Fermi-ის მონაცემებით
მაღალი ენერგიის გამა აფეთქებები Fermi-ის მონაცემებით

The Astrophysical Journal-ის 13 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა კოსმოსური ტელესკოპის Fermi 10 წლიანი მისიის განმავლობაში მიღებული გამა აფეთქებების კატალოგი, რომლის შექმნაშიც 120-ზე მეტმა მეცნიერმა შეიტანა წვლილი.

ანტილა 2-ის ირმის ნახტომთან შეჯახების შედეგები
ანტილა 2-ის ირმის ნახტომთან შეჯახების შედეგები

12 ივნისს, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 234-ე შეხვედრაზე (რომელიც სენტ ლუისში ჩატარდა), როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარების მოხსენების თანახმად ჩვენი გალაქტიკის გარე დისკოს სპეციფიკური შეშფოთებები შესაძლოა გამოეწვია ახლად აღმოჩენილ ჯუჯა გალაქტიკა ანტილა 2-ის დაჯახებას.

დედამიწის მძიმე მეტალების წყარო ზეახალი ვარსკვლავია
დედამიწის მძიმე მეტალების წყარო ზეახალი ვარსკვლავია

ჟურნალ Nature-ს ბოლო ნომერში გამოქვეყნდა კანადელი და ამერიკელი ასტროფიზიკოსების სტატია, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ დედამიწაზე არსებული მძიმე ელემენტების უმრავლესობა, როგორებიცაა მაგალითად ოქრო და პლატინა, წარმოიქმნნენ აქამდე ნაკლებად შესწავლილი ტიპის ზეახალი ვარსკვლავის (კოლაფსარის) აფეთქების შედეგად.

შავი ხვრელის უახლესმა სიმულაციამ გადაჭრა ძველი პრობლემა
შავი ხვრელის უახლესმა სიმულაციამ გადაჭრა ძველი პრობლემა

ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სიმულაციების შედეგი, რომელიც ეთანხმება 1975 წელს გამოთქმულ ვარაუდს, რომ შავი ხვრელის აკრეციული დისკოს სიბრტყე უსწორდება შავი ხვრელის ეკვატორს.

იუპიტერის მთვარეზე აღმოაჩინეს სუფრის მარილი
იუპიტერის მთვარეზე აღმოაჩინეს სუფრის მარილი

ჟურნალ Science Advance-ს ივნისის ნომერში კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარების სტატიაში ნათქვამია, რომ Hubble კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებზე დაყრდნობით მათ აჩვენეს, რომ ყვითელი ლაქები იუპიტერის მთვარე ევროპის ზედაპირზე წარმოადგენს ნატრიუმქლორიდს, ანუ სუფრის მარილს. ეს აღმოჩენა მიგვანიშნებს, რომ ევროპის ყინულქვეშა ოკეანის ქიმია უფრო ახლოა დედამიწის ოკეანეების მახასიათებლებთან ვიდრე აქამდე გვეგონა.

მთვარის უდიდეს კრატერში ანომალია აღმოაჩინეს
მთვარის უდიდეს კრატერში ანომალია აღმოაჩინეს

ჟურნალ Geophysical Research Letters-ის მაისის ნომერში გამოქვეყნდა ამერიკელი ფიზიკოსების სტატია უჩვეულოდ დიდი მასის აღმოჩენის შესახებ მთვარის უდიდესი კრატერის ქვეშ, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ლითონის ასტეროიდს, რომელმაც ეს კრატერი შექმნა.

ფარული მატერიის ძიების ახალი მეთოდი
ფარული მატერიის ძიების ახალი მეთოდი

ივნისის დასაწყისში გრანადაში (ესპანეთი) გამართულ კონფერენციაზე კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შემოგვთავაზეს ფარული მატერიის ახალი მოდელი და მისი დეტექტირების გზები.

რეკორდულად მძლავრი ზეგამტარი მაგნიტი
რეკორდულად მძლავრი ზეგამტარი მაგნიტი

ჟურნალ Nature-ს ივნისის ნომერი გვაუწყებს, რომ ამერიკელმა ამეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ზეგამტარი მაგნიტი, რომელსაც შეუძლია 45.5 ტესლა დაძაბულობის გენერირება.