ჯურნალ Astronomical Society of Japan ბოლო ნომერში გამოქვეყნდა კავლის ინსტიტუტის (იაპონია) მეცნიერების სტატია, სადაც მოთხრობილია, რომ იაპონიის ნაციონალური ასტრონომიული ობსერვატორიის კუთვნილი ტელესკოპით Subaru, რომელიც განთავსებულია კუნძულზე მაუნა-კეა (ჰავაი), ისინი ერთდროულად აკვირდებოდნენ 1800-მდე ზეახალ ვარსკვლავს, მათ შორის 58 მათგანს 8 მილიარდ სინათლის წელზე შორ მანძილზე.
Journal of the Acoustical Society of America-ს ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოთხრობილია, რომ ბრიტანელმა და ესპანელმა მეცნიერებმა ერთი სწრაფად მოძრავი მანათობელი ნაწილაკის საშუალებით მიიღეს ვიზუალური გამოსახულება სივრცეში. ნაწილაკის ლევიტაციის და მისი მოძრაობის კონტროლისთვის გამოყენებული იქნა ულტრაბგერითი წყაროების ორი მასივი.
ჟურნალ Nature-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა სტატია, სადაც ისინი აღწერდნენ თუ როგორაა შესაძლებელი ხელოვნურად შექმნილი აკუსტიკური შავი ხვრელის მონაცემებით მისი ჰოკინგის ტემპერატურის გაგება.
Astronomical Journal-ის ბოლო ნომერში ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული სტატია გვაუწყებს დაკვირვების კომბინირებული მეთოდის გამოყენებით დედამიწიდან 150 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის სისტემაში იუპიტერის ზომის 2 ახალი ეგზოპლანეტის აღმოჩენის შესახებ. მკვლევარები ვარაუდობენ სიცოცხლის ნიშნების არსებობას ამ პლანეტების გრავიტაციული დაცვის ქვეშ მყოფ უფრო მომცრო ობიექტებზე.
ჟურნალ Physical Review Letters აპრილის ნომერში გამოქვეყნდა გლაზგოს უნივერსიტეტის ფიზიკოსების სტატია, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ კვანტურ ვაკუუმში პულსარების ირგვლივ დამუხტულ ნაწილაკებს შეუძლიათ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობა და ძალუძთ გამოიწვიონ კაშკაშა გამა აფეთქებები.
ჟურნალ Nature-ის აპრილის ნომერში დაიბეჭდა ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომლებმაც შეისწავლეს დედამიწიდან 8,000 სინათლის წლით დაშორებული შავი ხვრელისა და ჩვეულებრივი ვარსკვლავის (გედის V404) ორმაგი სისტემის უცნაური დინამიკა. სხვა მბრუნავი შავი ხვრელებისგან განსხვავებით, რომლებიც დამუხტული ნაწილაკებს გამოტყორცნიან ვიწრო ჭავლების სახით ბრუნვის ღერძის გასწვრივ, ამ ობიექტის შემთხვევაში პლაზმის გამოტყორცნის მიმართულება მუდმივად იცვლება დროის მოკლე ინტერვალში. ეს სწრაფი ცვლილებები აიხსნა აკრეციული დისკოსა და შავი ხვრელის ბრუნვის ღერძებს შორის დახრით და ფარდობითობის ზოგადი თეორიის ლენზე-ტირინგის ეფექტით. დაკვირვებისთვის გამოყენებული იქნა კარიბის ზღვის კუნძულებიდან ჰავაიმდე გადაჭიმული აშშ-ს 10 რადიო ობსერვატორიის მონაცემები.
სურათზე გამოსახულია კოსმოსური ობსერვატორია Hubble-ს ბორტზე განთავსებული გაუმჯობესებული დაკვირვების კამერის მიერ გადაღებული მაღალი ნათობის მქონე ვარსკვლავების სფერული გროვა Messier 75.
საფრანგეთის კოსმოსურმა სააგენტომ გამოაცხადა, რომ მარსზე განთავსებულმა მათმა სეისმოგრაფმა პირველად დააფიქსირა პლანეტის წიაღიდან მომავალი ბიძგები. თუ მონაცემები დადასტურდება ეს იქნება პირველი დაფიქსირებული ‘მარსოძვრა’. აქამდე დედამიწის გარდა სეისმური ბიძგები დაფიქსირებული იყო მხოლოდ მთვარეზე, Apollo-ს მისის მიერ განთავსებული სეისმოგრაფების მეშვეობით.
ჟურნალმა Astrophysical Journal დასაბეჭდად მიიღო ამერიკელი და სამხრეთ კორეელი ასტრონომების სტატია, რომლებმაც ახალი კორეული რადიო ტელესკოპით მეშვეობით შეისწავლეს ძლიერი ვარსკვლავ-წარმოქმნის მქონე მოლეკულური ღრუბლები ირმის ნახტომის გარეუბანში.
სურათზე ნაჩვენებია ქვიშის საათის ფორმის 'სამხრეთ ღრიანკალის ნისლეული'. იგი სპეციალურად გადაიღეს კოსმოსური ტელესკოპის Hubble (NASA/ESA) გაშვების 29 წლის აღსანიშნავად. ნისლეული არის ორმაგი ვარსკვლავების სისტემა, ერთ-ერთი იმ ობიექტთაგან, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში Hubble-ს ტელესკოპით აკვირდებიან. სურათი გვაძლევს ამ ნისლეულის უკეთ შესწავლის შესაძლებლობას.



