შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 306
ბოლო წევრი: Alesandro

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა
შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

2019 წლის 10 აპრილს მსოფლიომ პირველად იხილა შავი ხვრელის არა-ილუსტრირებული ფოტო. შავი ხვრელის ფოტოზე აღბეჭდვა პროექტ Event Horizon Telescope-ის დახმარებით მოხერხდა.

სატურნის დღე-ღამის ხანგრძლივობა დაზუსტდა
სატურნის დღე-ღამის ხანგრძლივობა დაზუსტდა

Cassini-ს მონაცემებზე დაყრდნობით ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სატურნის ბირთვი უფრო სწრაფად ბრუნავს ვიდრე აქამდე ეგონათ, დღე-ღამის ხანგრძლივობა აღმოჩნდა მხოლოდ 10 საათი, 33 წუთი და 38 წამი.

 

ფარული მატერია არ შედგება მიკრო შავი ხვრელებისგან
ფარული მატერია არ შედგება მიკრო შავი ხვრელებისგან

Nature-ს აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა დაადო შეზღუდვა სტივენ ჰოკინგის თეორიას ფარული მატერიის შესახებ. შედეგების თანახმად ფარული მატერია არ შეიძლება შედგებოდეს ე. წ. პირველადი შავი ხვრელებისგან, რომელთა ზომა მილიმეტრის მეათედზე მცირეა.

რას იწონის ირმის ნახტომი?
რას იწონის ირმის ნახტომი?

NASA-ს ვებ-გვერდზე 2019 წლის მარტში განთავსდა ინფორმაცია, რომ კოსმოსური ტელესკოპების Hubble (NASA) და Gaia (ESA) ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა ჩვენი გალაქტიკის მასის დაზუსტება.

მთვარის შიდა ტემპერატურის განსაზღვრა
მთვარის შიდა ტემპერატურის განსაზღვრა

ჟურნალ Geochimica et Cosmochimica Acta-ს ბოლო ნომერში მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად მთვარის ბირთვისა და მანტიის გარდამავალი ფენის ტემპერატურა 1300 - 1470 გრადუს ცელსიუსის დიაპაზონშია.

ბგერითი ტალღების ერთი მიმართულებით ლოკალიზება მოხერხდა
ბგერითი ტალღების ერთი მიმართულებით ლოკალიზება მოხერხდა

ხმის ტალღები ჩვეულებრივად ყველა მიმართულებით ერთნაირად ვრცელდება და მათზე სინათლე გავლენას ვერ ახდენს. ჟურნალ Nature-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი იელის უნივერსიტეტში (აშშ) ჩატარებულ ექსპერიმენტებში დააკვირდნენ ზემოთ ხსენებული პრინციპიდან გამონაკლის შემთხვევას.

სისტემა რომელსაც შეუძლია ტერაჰერცული რადიაციის დანახვა
სისტემა რომელსაც შეუძლია ტერაჰერცული რადიაციის დანახვა

ახალი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია ლაზერით აღგზნებული ოთახის ტემპერატურის ორთქლის ტერაჰერცული რადიაციის გადაყვანა ხილულ სხივებში შექმნეს დურჰამის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). სისტემა საშუალებას გვაძლევს სწრაფად მივიღოთ გამოსახულება ჩვეულებრივი მაღალი სიჩქარის კამერების გამოყენებით და გავაუმჯობესოთ ტექნოლოგიები რომლებიც მუშაობენ ტერაჰერცულ სიხშირეებზე.

ნანო-ნაწილაკების კვანტურ-ოპტიკური გაგრილება
ნანო-ნაწილაკების კვანტურ-ოპტიკური გაგრილება

Physical Review Letters-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) მკვლევარების სტატია სადაც აღწერილია ნანო-ნაწილაკების სინათლით სამ განზომილებაში ჩაჭერის ახალი ტექნოლოგია, რომელიც აქამდე მხოლოდ ბირთვების გაცივებისთვის გამოიყენებოდა.

იუპიტერის მოგზაურობა
იუპიტერის მოგზაურობა

კვლევები აჩვენებენ, რომ მზის სისტემის გაზური გიგანტი - იუპიტერი შესაძლოა ოთხჯერ უფრო შორს ჩამოყალიბდა მზისგან მის დღევანდელ მდებარეობასთან შედარებით.

შემდეგი საუკუნისთვის პლუტოზე აზოტის "თოვა" იქნება
შემდეგი საუკუნისთვის პლუტოზე აზოტის "თოვა" იქნება

New Scientist-ის მარტის ნომერში გამოქვეყნდა პლუტონზე მომავალი 100 წლის ‘ამინდის პროგნოზი’. დაკვირვებების თანახმად პლუტონის აზოტოვანი ატმოსფეროს სიმკვრივე ბოლო 30 წელია იზრდება და მეცნიერთა აზრით ამჟამად მისი წნევა საკმარისია, რომ ჯუჯა პლანეტაზე მომდევნო საუკუნე ‘ითოვოს’.