ცნობილია, რომ ძლიერი მაგნიტური ველი იცავს დედამიწას რადიაციისგან და დამუხტული ნაწილაკებისგან და რომ ამ ველის წყარო მდებარეობს დედამიწის ბირთვში 6000 კილომეტრის სიღრმეზე. თხევადი მეტალის შენადნობები დედამიწის ბირთვში იწვევენ ელექტრო ნაკადებს, რომლებიც ამაგნიტებენ ქანებს დედამიწის ქერქში. ითვლებოდა, რომ მაღალი ტემპერატურის და წნევის პირობებში ამ ქანებმა უნდა დაკარგონ მაგნიტური თვისებები. ამიტომ დედამიწის მანტია (35-2,900 კმ სიღრმეზე) დიდ წილად განიხილებოდა როგორც "მაგნიტურად მკვდარი". თუმცა გერმანიის, საფრანგეთის, დანიის და აშშ-ს მკვლევარების გუნდმა აჩვენა, რომ რკინის ოქსიდის ჰემატიტს შეუძლია შეინარჩუნოს მაგნიტური თვისებები ღრმად დედამიწის მანტიაშიც. ეს შეიძლება მოხდეს შედარებით ცივ ტექტონიკურ ფილებში, რომლებიც განსაკუთრებით მრავლადაა დასავლეთ წყნარი ოკეანის ფსკერ ქვეშ.
რკინის ოქსიდებს განიხილავენ დედამიწის მანტიაში მაგნეტიზმის მთავარ პოტენციურ წყაროდ, რადგან მათ გააჩნიათ მაღალი კრიტიკული ტემპერატურაა - ანუ ტემპერატურა, რომლის ზემოთ მატერია აღარ არის მაგნიტური. რკინის ოქსიდები შეიძლება მოხვდნენ მანტიაში 410-660 კმ სიღრმეზე ჩაძირულ ტექტონიკურ ფილებში. აქამდე არ იყო შესწავლილი ამ მინერალების მაგნიტური თვისებები ასეთ სიღრმეებზე არსებული ექსტრემალური ტემპერატურის და წნევის პირობებში.
რკინის ოქსიდების ჰემატიტების მაგნეტიზმის ახალ კვლევაში მეცნიერებმა გააერთიანეს ორი მეთოდი. ე. წ. ალმასის გრდემლის გამოყენებით მათ ორ ბრილიანტს შორის 90 გიგაპასკალზე ჩაპრესეს ჰემატიტის მცირე ზომის ნიმუში და ლაზერის საშუალებით გაახურეს იგი 1000°C (1,300°K) ტემპერატურაზე მეტად. მკვლევარებმა ეს მეთოდი შეათანხმეს ე. წ. მეისბაუერის სპექტროსკოპიას, რათა შეემოწმებინათ ნიმუშის მაგნიტური მდგომარეობა სინქროტრონული გამოსხივების საშუალებით. კვლევის ეს ნაწილი ჩატარდა ESRF სინქროტრონის გამოყენებით გრენობლში (საფრანგეთი), რამაც შესაძლებელი გახადა რკინის ოქსიდის მაგნიტური მოწესრიგის ცვლილებებზე დაკვირვება. შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა - ჰემატიტი დარჩა დამაგნიტებული დაახლოებით 925° C (1,200°K) ტემპერატურაზეც, რაც შეესაბამება წყნარი ოკეანის დასავლეთით, ფსკერ ქვეშ არსებული დედამიწის მანტიის გარდამავალი ზონის ტემპერატურას.
ცნობილია, რომ დედამიწის მაგნიტური პოლუსები გადაადგილდება და ყოველ 200,000 - 300,000 წელიწადში ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები ადგილებს ცვლიდნენ. თუმცა ბოლო ასეთი მოვლენა 780,000 წლის წინ მოხდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დეკადების განმავლობაშია მეცნიერები აკვირდებიან დედამიწის მაგნიტური პოლუსების სწრაფ გადაადგილებას. დედამიწის მაგნიტური ღერძის გადატრიალებამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს თანამედროვე ადამიანის ცივილიზაციაზე, მაგრამ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მაგნიტური პოლუსების მოძრაობაზე ჯერჯერობით გაუგებარია.
აღმოჩნდა, რომ პოლუსების ერთ-ერთი ადრეული მოძრაობის მარშრუტი, რომელიც გამოვლინდა დასავლეთ წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კარგად შეესაბამება ელექტრო-მაგნიტური წყაროების განაწილებას დედამიწის მანტიაში. ამიტომ მკვლევარები ასკვნიან, რომ დედამიწის მანტიაში არსებული მაგნიტურად აქტიური ქანები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დედამიწის მაგნიტური ველისა და მისი ღერძის გადაადგილების შესწავლისას.
ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვანია დედამიწის და სხვა პლანეტების მაგნიტური ანომალიების კვლევის საქმეში. მაგალითად მარსზე, რადგან ამ პლანეტაზე აღარ არსებობს დინამოს ეფექტი, რომელიც შექმნიდა დედამიწის მაგვარ ძლიერ მაგნიტურ ველს.
წყარო: https://www.scien...101831.htm