ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society აპრილის ნომერში გამოქვეყნდა ბრიტანელი ასტრონომების სტატია ახალი ეგზოპლანეტის NGTS-4 აღმოჩენის შესახებ. პლანეტა აღმოჩენილი იქნა NGTS მასივის 272 დღიანი (2016 წლის 6 აგვისტოდან 2017 წლის 5 მაისამდე) დაკვირვებების მონაცემების საშუალებით. ამ პერიოდში ჯამურად გადაღებული იქნა 190 696 სურათი 10 წამიანი ექსპოზიციით.
12 რობოტიზირებული 20 სმ დიამეტრის ტელესკოპების მასივი - Next-Generation Transit Survey (NGTS) - მდებარეობს პარანალის ობსერვატორიაში (ატაკამას უდაბნო, ჩილე) და გამოიყენება ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად ტრანზიტული მეთოდით.
ეგზოპლანეტა NGTS-4b არის ნეპტუნზე პატარა, მაგრამ დედამიწაზე 3-ჯერ დიდი. მისი მასა 20 დედამიწის მასის ტოლია, ხოლო რადიუსი 20%-ით ნაკლებია ნეპტუნის რადიუსზე, ტემპერატურაა კი შეადგენს 1000 გრადუსი ცელსიუსით. ახალი ეგზოპლანეტა გარს უვლის თავის ვარსკვლავს სულ რაღაც 1.3 დღეში.
NGTS-4b, იგივე ‘აკრძალული პლანეტა’, როგორც მას მკვლევარებმა შეარქვეს, არის პირველი ეგზოპლანეტა, რომელიც ნაპოვნია ე. წ. ნეპტუნის უდაბნოში.
ნეპტუნის უდაბნოს უწოდებენ ვარსკვლავთან ახლო რეგიონს ძლიერი დასხივებით, სადაც პლანეტებს არ შეუძლიათ შეინარჩუნონ აიროვანი ატმოსფერო. ვარსკვლავის ქარი აორთქლებს პლანეტების ატმოსფეროს და რჩებათ მხოლოდ კლდოვანი (rocky) ბირთვი. მიუხედავად ამისა, NGTS-4b-ს მაინც აღმოაჩნდა აიროვანი ატმოსფერო.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ NGTS-4b მივიდა ნეპტუნის უდაბნოში არც ისე დიდი ხნის წინ, დაახლოებით მილიონი წელი, ან თავიდან ის იყო ძალიან დიდი და ატმოსფერო ჯერ კიდევ არაა ბოლომდე აორთქლებული.
მეცნიერები ამჟამად ამოწმებენ მონაცემებს სხვა პლანეტების აღმოჩენის მიზნით ნეპტუნის უდაბნოში, უდაბნო შესაძლოა უფრო ‘მწვანე’ გამოდგეს ვიდრე აქამდე ეგონათ.
ლიტერატურა: