შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პულსარების გარშემო სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრავი ნაწილაკები იწვევენ გამა აფეთქებებს
პულსარების გარშემო სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრავი ნაწილაკები იწვევენ გამა აფეთქებებს

ჟურნალ Physical Review Letters აპრილის ნომერში გამოქვეყნდა გლაზგოს უნივერსიტეტის ფიზიკოსების სტატია, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ კვანტურ ვაკუუმში პულსარების ირგვლივ დამუხტულ ნაწილაკებს ძალუძთ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობა და შეუძლიათ გამოიწვიონ კაშკაშა გამა აფეთქებები.

მსგავსი გამა აფეთქებები, ჩერენკოვის გამოსხივება, დამზერილია დედამიწაზეც, ისეთ მძლავრ ნაწილაკების ამაჩქარებელზე როგორიცაა დიდი ადრონული კოლაიდერი. ასეთი სხივები წარმოადგენ ასევე მოლურჯო-მოთეთრო გამოსხივების წყაროს წყალში, რომელიც ბირთვულ რეაქტორებში გამოიყენება.

მაგრამ აქამდე არავის უფიქრია, რომ პულსარის გამოსხივებაც შეიძლება შეიცავდეს ჩერენკოვის სხივებს.

ეს განპირობებული იყო ფარდობითობის სპეციალური თეორიის შეზღუდვით, რომ არაფერს შეუძლია სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობა ვაკუუმში. ამის გამო მეცნიერები ადრე ფიქრობდნენ, რომ ჩერენკოვის გამოსხივება შეუძლებელი იყო კვანტურ ვაკუუმში, რომელიც ‘დასახლებულია’ ვირტუალური ნაწილაკებით.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტი არ ეწინააღმდეგება ფარდობითობის სპეციალურ თეორიას.

პულსარები გარემომცველ კვანტურ ვაკუუმში ქმნიან ძალიან ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველებს. ეს ველები იწვევენ ვაკუუმის პოლარიზაციას და ქმნიან ე. წ. სიჩქარის ბორცვებს (speed bumps), რომლებიც ანელებენ ფოტონებს. მაღალი ენერგიის დამუხტული ნაწილაკები კი, როგორებიცაა პროტონები და ელექტრონები, აღწევენ ამ ველებში და ასწრებენ სინათლის ნაწილაკებს.

დამუხტული ნაწილაკები როცა მოძრაობენ ველში, გზად იწვევენ ელექტრონების წანაცვლებას და იწვევენ გამოსხივებას, რომელიც გროვდება ერთ ელექტრომაგნიტურ ტალღაში. ეს კი ის ტალღაა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც გამა-აფეთქებას. მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან რა სიკაშკაშისაა ეს გამოსხივება. რაც დღესდღეობით დაადგინეს ისაა, რომ ჩერენკოვის სხივებმა ვაკუუმში უნდა გამოიწვიოს ასევე სინქროტრონული გამოსხივება.

ახალი კვლევა ძალიან საინტერესოა, რადგან მან შეიძლება მოგვცეს პასუხები ისეთ კითხვაზე როგორიცაა, რა არის გამა გამოსხივების წყარო გალაქტიკების ცენტრში.

წყარო:

https://www.livescience.com/65344-quantum-vacuum-gamma-rays.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.