
ჯურნალის Physical Review D ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა ფრანგი და იაპონელი ფიზიკოსების სტატია, სადაც ნაჩვენებია, რომ კვანტური გადაჯაჭვულობის ენტროპია რელატივისტური პროტონების გაბნევისას დაახლოებით ერთის ტოლია.

სამშაბათს, 8 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით 14 საათზე გამოცხადდა 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურიატები ფიზიკაში. პრემიის ნახევარი მიენიჭა ამერიკელ ფიზიკოს ჯემს პიბლს ნახევარსაუკუნოვანი თეორიული კვლევებისთვის კოსმოლოგიაში. პრემიის მეორე ნახევარი გაიყვეს შვეიცარელმა ასტრონომებმა მიშელ მაიორმა და დიდიე ქუელომ მზის ტიპის ვარსკვლავთან პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენისთვის. ნობელის კომიტეტის განცხადებით, ეს აღმოჩენები საშუალებას გვაძლევს ახლებურად გავიაზროთ ადამიანის ადგილი სამყაროში.

მკვლევართა სამმა ჯგუფმა გერმანიიდან, იტალიიდან და ჩინეთიდან ექსპერიმენტულად შეამოწმეს ე. წ. კვანტური დარვინიზმის ჰიპოთეზა.

ჟურნალ Physical Review Letters-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა როჩესტერის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერების სტატია, სადაც შემოთავაზებულია ახალი შენახვის კანონები მაგნიტურ ველში ტურბოლენტური ნაკადებისთვის, რაც შესაძლოა დაგვეხმაროს ვარსკვლავების და გალაქტიკების ევოლუციის შესწავლაში.

ბოლო ათწლეულებში ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსულმა სპექტროსკოპიამ შესაძლებელი გახადა ქიმიური და ბიოქიმიური მოლეკულების სივრცითი სტრუქტურის დადგენა. ჟურნალ Nature-ს ივნისის ნომერში გამოქვეყნდა შვეიცარიის უმაღლესი ტექნიკური სკოლის (ციურიხი) მეცნიერების კვლევის შედეგები, რომ მათ იპოვეს ამ მეთოდის გამოყენების გზა ცალკეული ატომებისთვის.

22 ივნისს, დედამიწასთან შეჯახებამდე რამდენიმე საათით ადრე, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ავტომობილის ზომის ასტეროიდი, რომელიც ატმოსფეროში დაიწვა.

ჟურნალ Nature-ს 25 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ამერიკელი მეცნიერების სტატია, სადაც ნაჩვენებია, რომ ციანიდის და ნახშირბადის მონოოქსიდის ნაერთი რკინასთან წარმოადგენს მეტეორიტების ერთ-ერთი კლასის სტაბილურ კომპონენტებს. მეორეს მხრივ ამ ნაერთს შესაძლოა მონაწილეობა მიეღო სიცოცხლისთვის საჭირო მოლეკულების გაჩენაში ადრეულ დედამიწაზე.

The Astronomical Journal-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევრები გვაუწყებენ, რომ ატაკამას უდაბნოში (ჩილე) განთავსებული რადიოტელესკოპების მასივის გამოყენებით ისინი დააკვირდნენ უცნაური რგოლების მქონე პროტოპლანეტარულ დისკოს.

ჟურნალ Astrophysical Journal Letters ბოლო ნომერში გამოქვეყნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც მოთხრობილია, რომ რენტგენის და ხილული სინათლის ტელესკოპების მონაცემების შედარების მეშვეობით მათ პირველად დააფიქსირეს პოლარიზებული რადიო ტალღები გამა აფეთქებების ნაკადში, რაც მიგვითითებს სპეციალური კონფიგურაციის მაგნიტური ველის არსებობაზე.