კალიფორნიის უნივერსიტეტის (რივერსაიდი) მეცნიერების ხელმძღვანელობით, ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა, კომბინირებული მეთოდის გამოყენებით, დედამიწიდან 150 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის სისტემაში აღმოაჩინა იუპიტერის ზომის 2 პლანეტა.
ეგზოპლანეტების ძებნის ერთ-ერთი მეთოდი დამყარებულია ვარსკვლავების რხევების ანალიზთან, რომელიც გამოწვეულია მის გარშემო მბრუნავი პლანეტების გრავიტაციით. როცა პლანეტა ვარსკვლავისგან შორსაა მისი გრავიტაციული ზემოქმედება სუსტია, შესაბამისად ვარსკვლავის რხევა მცირეა და მისი დეტექტირება რთულია. ამ მეთოდის მეორე პრობლემა არის შორეული პლანეტების დიდი ორბიტალური პერიოდი. მაგალითად, დედამიწას მხოლოდ 1 წელი სჭირდება მზის შემოსავლელად, მაშინ როცა იუპიტერს 12, სატურნს 64, ნეპტუნს კი 164.
ამიტომ მეცნიერებმა გააერთიანეს რხევებით დეტექტირების მეთოდი პირდაპირ დაკვირვებებთან. იმ შემთხვევაში, როცა ჩნდებოდა ვარსკვლავის რხევის ეჭვი, ასტრონომები უკვე ცდილობდნენ პლანეტის ვიზუალურად დამზერას. ამისთვის მათ გამოიყენეს სამხრეთის ტელესკოპის (Gemini). 20 კანდიდატი ვარსკვლავის ორბიტაზე აღმოჩენილი იქნა 6 კომპანიონი, რომელთაგანაც 2 ახალი ეგზოპლანეტა აღმოჩნდა.
კვადრილიონი კილომეტრებით დაშორებული ეგზოპლანეტის სურათის გადაღება არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. ის მოითხოვს გიგანტური ზომის და დიდი გარჩევის უნარის მქონე ტელესკოპებს გამოყენებას. თუმცა ვარსკვლავების სინათლეს მაინც შეუძლია დააბნელოს სამიზნე პლანეტის სურათი. ჯგუფმა ეს გამოწვევა დაძლია სპეციალური ფილტრების გამოყენებით, ისწავლა რა სურათებში ვარსკვლავური ნათების მიერ შექმნილი ლაქების ამოცნობა და გასუფთავება.
ასტრონომები ფიქრობენ, რომ იუპიტერის ტიპის პლანეტები ჩვენ გვიცავენ სხვადასხვა ციური ობიექტების დაჯახებებისგან და მჭიდროდ არიან დაკავშირებული სიცოცხლის განვითარებასთან. ამიტომ იმის გაგება, ‘ყავს’ თუ არა ვარსკვლავს იუპიტერის ტიპის პლანეტა მნიშვნელოვანია მოცემული სისტემის სხვა მომცრო პლანეტების საცხოვრებლად ვარგისიანობის დასადგენად.
წყარო:
https://news.ucr.edu/articles/2019/05/24/meteor-magnets-outer-space