როგორ განვათავსოთ მასალა „სამეცნიერო კურიერის“ ვებ გვერდზე.
1. დარეგისტრირდით „სამეცნიერო კურიერის“ ვებ-გვერდზე.
2. პაროლით შედით სისტემაში. ამ დროს მარცხნივ, ნავიგაციის პანელის ქვეშ გაჩნდება პანელი გამოგვიგზავნეთ, რუბრიკების ჩამონათვალით.
3. საჭირო რუბრიკის არჩევისას ვებ-გვერდის შუა ნაწილში ჩნდება ტექსტის შესაყვანი ფორმა.
4. ავსებთ ფორმას - შეგყავთ სათაური, ნაწყვეტი ტექსტიდან (ანოტაცია), სრული ტექსტი, სურათები და ა.შ.. ვარსკვლავით მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
5. ტექსტის მართვის პანელი ფონტის ტიპის და ზომის ვარიაციის საშუალებას იძლევა. ასევე შესაძლებელია სხვა რედაქტორში უკვე აკრეფილი ტექსტის და სურათების მონიშვნა და ფორმაში კოპირება.
6. ტექსტში სურათის შეტანა კოპირების გარდა შესაძლებელია სურათის URL მისამართის გამოყენებით. ამისთვის ფორმის მართვის პანელზე ირჩევთ სურათის დამატების კლავიშს. შესავსებ ველში ჩნდება ტექსტი - [img ][/img ]. საჭირო სურათის URL მისამართი უნდა ჩაიწეროს ამ ოპერატორებს შორის (ვარსკვლავით მითითებულ ადგილას -[img]*[/img]). თუ არ ვიცით სურათის URL მისამართი საჭირო სურათზე დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა კლავიშით და გამოიძახეთ სურათის პარამეტრები (properties).
7. ტექსტის საბოლოო გაგზავნამდე დათვალიერების კლავიშით შესაძლებელია ინახოს თუ როგორი სახე ექნება მასალას ვებ-გვერდზე.
8. გაგზავნის კლავიშზე დაჭერის შემდეგ თქვენი ინფორმაცია გადაეგზავნება შესაბამისი რუბრიკის ადმინისტრატორს, რომელიც საბოლოო რედაქტირების შემდეგ განათავსებს მასალას „სამეცნიერო კურიერის“ ვე-გვერდზე.