შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 1
Tako Tatiashvili

რეგისტრირებულები: 321
ბოლო წევრი: Tako Tatiashvili

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ატომების უმცირესი გადაადგილება მეცნიერებს ლითონებზე უფრო ზუსტი კონტროლის საშუალებას აძლევს
ატომების უმცირესი გადაადგილება მეცნიერებს ლითონებზე უფრო ზუსტი კონტროლის საშუალებას აძლევს

2026 წლის თებერვალში ჟურნალმა Nature Communications-მა გამოაქვეყნა ამერიკელი მეცნიერების კვლევა, რომლის მიხედვითაც ლითონის ელექტრონული თვისებების მკვეთრი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მისი სისქის ნანომასშტაბზე რეგულირებით. ეს აღმოჩენა ლითონების კონტროლის ახალ გზას გვთავაზობს და შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ელექტრონიკის, კატალიზისა და კვანტური ტექნოლოგიების მომავალ განვითარებაში.

ვარსკვლავური „როზეტას ქვა“ ავლენს იდუმალი კოსმოსური სიგნალების წყაროს
ვარსკვლავური „როზეტას ქვა“ ავლენს იდუმალი კოსმოსური სიგნალების წყაროს

2026 წლის 1 ივნისს ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის კვლევა, რომელშიც პირველად განისაზღვრა განმეორებადი რადიო-აფეთქებების ერთ-ერთი შესაძლო წყარო. აღმოჩნდა, რომ ის წარმოადგენს თეთრი და წითელი ჯუჯა ვარსკვლავების ორმაგ სისტემას, სადაც წითელი ჯუჯის მატერია მუდმივად გადაედინება მკვრივ თეთრ ჯუჯაზე და წარმოქმნის პერიოდულ რადიო და რენტგენულ გამოსხივებას. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს სისტემა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ეტალონი სხვა იდუმალი რადიო-აფეთქებების ბუნების ასახსნელად.

ჩიპზე მოძრავი კუბიტები - კიდევ ერთი ნაბიჯი კვანტური კომპიუტერისკენ
ჩიპზე მოძრავი კუბიტები - კიდევ ერთი ნაბიჯი კვანტური კომპიუტერისკენ

2026 წლის 6 მაისს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა ორი სტატია, რომლებიც აღწერს, თუ როგორ შეიძლება კუბიტები - კვანტური ინფორმაციის მატარებლები - გახდნენ მოძრავი, ისევე როგორც ელექტრონები, რომლებიც კლასიკური კომპიუტერის ჩიპებში გადაადგილდებიან.

მომავლის კოსმოსური მისიებისთვის NASA ახალი თაობის პროცესორს ტესტავს
მომავლის კოსმოსური მისიებისთვის NASA ახალი თაობის პროცესორს ტესტავს

12 მაისს NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Microchip-თან კომერციული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარეობს ახალი თაობის ჩიპის ტესტირება, რომელიც კოსმოსურ აპარატებს რთულ ვითარებებში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ცერნში ATLAS-ის ფიზიკოსებმა ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
ცერნში ATLAS-ის ფიზიკოსებმა ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს

დიდი ადრონული კოლაიდერის ფიზიკის მე-14 ყოველწლიურ კონფერენციაზე (LHCP2026), რომელიც 2026 წლის 18–22 მაისს პარიზში გაიმართა, ATLAS კოლაბორაციამ განაცხადა ახალი ნაწილაკის - Bc*+ მეზონის - აღმოჩენის შესახებ. ეს მეზონი უკვე კარგად ცნობილი Bc+ მეზონის აღგზნებული მდგომარეობაა. ორივე ნაწილაკი შედგება c კვარკისა და b ანტიკვარკისგან, თუმცა ახალი ნაწილაკი უფრო მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და, შესაბამისად, უფრო მასიურია.

კვანტური „მოჩვენებითი“ გამოსახულების მიღება მხოლოდ მზის სინათლის გამოყენებით
კვანტური „მოჩვენებითი“ გამოსახულების მიღება მხოლოდ მზის სინათლის გამოყენებით

ჟურნალ Advanced Photonics-ის 2026 წლის აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ჩინელი მეცნიერები იუწყებიან, რომ მზის სინათლის გამოყენებით შეძლეს კვანტურად ჩახლართული ფოტონური წყვილების შექმნა - პროცესი, რომლისთვისაც აქამდე, როგორც წესი, ლაზერები გამოიყენებოდა. მზის სხივების ტრეკინგის სისტემის საშუალებით, რომელიც მზის შუქს ოპტიკური ბოჭკოთი სპეციალურ კრისტალში მიმართავს, მკვლევრებმა მიიღეს ძლიერად კორელირებული ფოტონები, რომლებსაც შეუძლიათ არაპირდაპირი გზით, კვანტური კორელაციების გამოყენებით, გამოსახულების რეკონსტრუქცია. აღსანიშნავია, რომ მიღებული გამოსახულებების ხარისხი და დეტალიზაცია თითქმის არ ჩამოუვარდებოდა ტრადიციული ლაზერებით მიღებულ შედეგებს.

ფიზიკოსებმა შექმნეს სინათლის და მატერიის ჰიბრიდული ნაწილაკები
ფიზიკოსებმა შექმნეს სინათლის და მატერიის ჰიბრიდული ნაწილაკები

ჟურნალ Physical Review Letters-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია, სადაც აღწერილია გამოთვლებისთვის სინათლის მართვის ახალი მეთოდი ექსიტონ-პოლარიტონების სახელით ცნობილი კვაზინაწილაკების გამოყენებით. მკვლევრებმა შეძლეს ულტრასწრაფი (რეაგირების დრო - რამდენიმე პიკო-წამი) ოპტიკური გადართვის განხორციელება რეკორდულად დაბალი ენერგომოხმარებით (დაახლოებით 4 ფემტო-ჯოული).

როგორ იზრდებიან ფიზიკური ზედაპირები
როგორ იზრდებიან ფიზიკური ზედაპირები

ჟურნალ Science-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა გერმანელი მეცნიერების სტატია, სადაც ისინი პირველად ექსპერიმენტულად ადასტურებენ, რომ სხვადასხვა სისტემის ზრდა - კრისტალებიდან ცოცხალ ორგანიზმებამდე - შესაძლოა ერთსა და იმავე უნივერსალურ წესებს ემორჩილებოდეს. მათ ეს დაამტკიცეს ორ განზომილებაში სპეციალური კვანტური ნაწილაკების, პოლარიტონების, გამოყენებით.

ბელის კორელაციები ატომებისთვის
ბელის კორელაციები ატომებისთვის

ჟურნალ Nature Communications-ში 2026 წლის 4 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ავსტრალიელმა მეცნიერებმა პირველად აჩვენეს მოძრავი ატომების იმპულსების კვანტური გადახლართულობა. მათ ულტრაცივი ჰელიუმის ატომების ღრუბლების ინტერფერენცია გრავიტაციულ ველში შეისწავლეს და აჩვენეს მათი იმპულსების ბელის ტიპის კორელაციური ქცევა.

ბრინჯის მარცვლის ზომის სენსორი — რევოლუცია რობოტექნიკაში
ბრინჯის მარცვლის ზომის სენსორი — რევოლუცია რობოტექნიკაში

ჟურნალ Optica-ს მაისის ნომერში გამოქვეყნდა ჩინელი მეცნიერების სტატია, სადაც აღწერილია ბრინჯის მარცვლის ზომის სენსორი, რომელსაც ძალისა და გრეხის ექვსივე კომპონენტის გაზომვა შეუძლია. ეს მინიატურული მოწყობილობა ოპტიკური ტექნოლოგიების მეშვეობით ზუსტად აღიქვამს ზეწოლას, ტემპერატურასა და ზედაპირის ტექსტურას. მისი გამოყენება განსაკუთრებით პერსპექტიულია მიკროჩიპების წარმოებასა და მედიცინაში.