შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 304
ბოლო წევრი: Nikoloz bedoidze

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ასტრონომებმა უახლოესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა უახლოესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ჟურნალ Astronomy & Astrophysics მაისის ნომერში გამოქვეყნდა ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია ვარსკვლავთა სამმაგ სისტემაში დედამიწასთან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 1000 სინათლის წლის მანძილზე მყოფი შავი ხვრელის აღმოჩენის შესახებ.

ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის სტაბილურობა
ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის სტაბილურობა

ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა კარნეგი მელონის და პიტსბურგის უნივერსიტეტების მკვლევარების ჯგუფის კვლევა, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა მკვეთრად გააუმჯობესოს ადამიანის ტვინთან ინტეგრირებული კომპიუტერული ინტერფეისების სტაბილურობა და მნიშვნელოვნად შეამციროს, ან აღმოფხვრას გამოყენების დროს მოწყობილობის კალიბრების აუცილებლობა. 

ALICE-ის ექსპერიმენტზე დამონტაჟდა HL-LHC პროექტის აღჭურვილობა
ALICE-ის ექსპერიმენტზე დამონტაჟდა HL-LHC პროექტის აღჭურვილობა

მაღალი ნათობის დიდი ადრონული კოლაიდერის (HL-LHC) პროექტის ფარგლებში ALICE-ის ექსპერიმენტის გვირაბში დამონტაჟდა უახლესი კონსტრუქციის კრიოსტატების (აპარატი, რომელიც ინარჩუნებს დაბალ ტემპერატურას) მოდულები, რომლებშიც განთავსდება ოთახის ტემპერატურის კოლიმატორები (მოწყობილობა ნაკადის ფოკუსირებისთვის) 1.9 კელვინამდე გაციებული კრიოსტატებს დასაცავად.

კვაზარებზე დაკვირვება მიგვითითებს ელექტრო-მაგნიტური კონსტანტის ვარიაციაზე
კვაზარებზე დაკვირვება მიგვითითებს ელექტრო-მაგნიტური კონსტანტის ვარიაციაზე

Science Advances-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომელშიც შორეულ კვაზარზე დაკვირვებების მონაცემებზე დაყრდნობით ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ აღმოაჩინეს ელექტრომაგნიტური ფუნდამენტური კონსტანტის ვარიაცია 10-5 რიგში 3.9 სიგმა სტანდარტული გადახრის სიზუსტით.

გრავიტაციული ტალღებით დაფიქსირდა დიდი და მცირე მასის შავი ხვრელების შერწყმა
გრავიტაციული ტალღებით დაფიქსირდა დიდი და მცირე მასის შავი ხვრელების შერწყმა

ამერიკის ფიზიკური საზოგადოების ონლინე კონფერენციაზე (18 - 21 აპრილი, 2020) განიხილეს LIGO/Virgo კოლაბორაციის ინფორმაცია, 2019 წლის 12 აპრილს, დიდი და მცირე შავი ხვრელების შერწყმის შედეგად გამოსხივებული გრავიტაციული ტალღების დაფიქსირების შესახებ. ამ მოვლენაში საინტერესო იყო მასების სხვაობის გამო წარმოშობილი დამატებითი, მაღალი სიხშირის ტალღების დაფიქსირება, რაც თანხმობაში ფარდობითობის ზოგადი თეორიის წინასწარმეტყველებებთან.

აღმოაჩინეს ყველაზე კაშკაშა ზეახალი ვარსკვლავი
აღმოაჩინეს ყველაზე კაშკაშა ზეახალი ვარსკვლავი

ჟურნალ Nature Astronomy აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ აღმოაჩინეს აქამდე ცნობილებთან შედარებით ორჯერ კაშკაშა და სავარაუდოდ ბევრად მასიური ზეახალი ვარსკვლავი.

შავი ხვრელის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავი ადასტურებს აინშტაინის თეორიას
შავი ხვრელის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავი ადასტურებს აინშტაინის თეორიას

ჟურნალ Astronomy & Astrophysics აპრილის ნომერში გამოქვეყნდა GRAVITY კოლაბორაციის სტატია, რომლის თანახმად ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავის ორბიტის პრეცესია თანხვედრაშია ზოგადი ფარდობითობის თეორიის წინასწარმეტყველებებთან.

NASA-ს პროექტი: გადავაქციოთ მთვარის კრატერი ტელესკოპად
NASA-ს პროექტი: გადავაქციოთ მთვარის კრატერი ტელესკოპად

NASA-მ გამოაცხადა საგრანტო კონკურსის ახალი რაუნდი 1 კილომეტრი დიამეტრის მქონე რადიო-ტელესკოპის განსათავსებლად მთვარის კრატერში.

NASA-ს გრანტი პილოტირებულ მისიებამდე მთვარეზე ტექნოლოგიების ტრანსპორტირებისთვის
NASA-ს გრანტი პილოტირებულ მისიებამდე მთვარეზე ტექნოლოგიების ტრანსპორტირებისთვის

NASA-მ შეარჩია Masten Space Systems of Mojave (კალიფორნია), რათა 2022 წლისთვის მოხდეს მთვარის სამხრეთ პოლუსზე სხვადასხვა სახის ტვირთის ტრანსპორტირება, რომლებიც უნდა დაეხმარონ 2024 წლისთვის დაგეგმილ პილოტირებულ მისებს.

NASA-ს „მარსი-2020“ მისიის როვერს „შეუპოვრობა“ დაერქვა
NASA-ს „მარსი-2020“ მისიის როვერს „შეუპოვრობა“ დაერქვა

გადაწყდა, რომ NASA-ს მომავალ მარსმავალს სახელად „შეუპოვრობა“ (Perseverance) ეწოდოს. დასახელება შემოთავაზებული იქნა ამერიკელი მეშვიდე კლასის მოსწავლის მიერ და აირჩა 28,000 ვარიანტიდან.