შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ახალი ეგზოპლანეტა ქმნის უცნაურ რგოლებს თავისი ვარსკვლავის გარშემო
ახალი ეგზოპლანეტა ქმნის უცნაურ რგოლებს თავისი ვარსკვლავის გარშემო

The Astronomical Journal-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევრები გვაუწყებენ, რომ ატაკამას უდაბნოში (ჩილე) განთავსებული რადიოტელესკოპების მასივის გამოყენებით ისინი დააკვირდნენ უცნაური რგოლების მქონე პროტოპლანეტარულ დისკოს HD169142, რომელიც ჩვენგან 370 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

როცა ვარსკვლავი ახალგაზრდაა, მას ხშირად გარს არტყია მტვრის და გაზის რგოლი, ე. წ. პროტო-პლანეტარული დისკო. სწორედ ამ დისკოს მატერიისგან ყალიბდება ვარსკვლავური სისტემის ელემენტები, პლანეტებიდან დაწყებული და ასტეროიდებით დამთავრებული.

ამჟამად, მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა აღმოაჩინა ახალგაზრდა ვარსკვლავი (HD169142) რგოლებით და ღრეჩოებით მისი პროტო-პლანეტარული დისკოს გარე ნაწილში. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ HD169142-ის გარე დისკოს უცნაური სტრუქტურა გამოწვეულია ახლად ფორმირებული, დედამიწაზე 10-ჯერ მასიური ეგზოპლანეტის ცენტრისკენ მიგრაციით.

Sebastian Pérez-მა (სანტიაგოს უნივერსიტეტი) განაცხადა, რომ მცირე ზომის პლანეტის მტვრის ნაწილაკებთან ურთიერთქმედებას შეეძლო შექმნას მსგავსი რგოლები და რომ მსგავსი ექსპერიმენტები გვაძლევენ ახალ შესაძლებლობას ზე-ახალგაზრდა ეგზოპლანეტების დასახასიათებლად.

წყარო: https://futurism....dust-rings

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.