ციანიდი (CN) და ნახშირბადის მონოოქსიდი (CO) ორივე მომწამვლელია ადამიანებისთვის. მაგრამ რკინას, ციანიდს და ნახშირბადის მონოოქსიდის ნაერთს, რომელიც ნახშირბადით მდიდარ მეტეორიტებზე აღმოაჩინეს NASA-ს და Boise State University-ს (აიდაჰოს შტატი) მკვლევარებმა, შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაში დიდი როლი ეთამაშა. ნაერთი, რომელიც მეტეორზე იპოვეს, ძალიან წააგავდა ჰიდროგენეზს. ჰიდროგენეზი კი არის ფერმენტი, რომელიც მოლეკულური წყალბადის (H2) შექცევადი ხსნარის კატალიზაციას ახდენს, ხოლო მსგავსი პროცესით გამოთავისუფლებული ენერგია ბაქტერიებს მიეწოდებოდა. დედამიწა, სანამ მასზე სიცოცხლე წარმოიშვებოდა, მსგავსი მეტეორების ჩამოვარდნის ეპიცენტრს წარმოადგენდა, ატმოსფეროც უფრო მეტად იყო წყალბადით გაჯერებული.
„ადამიანებს ციანიდის გაგონებაზე ახსენდება ჯაშუშური ფილმები, სადაც ადამიანი ტაბლეტს ყლაპავს, პირი უქაფდება და კვდება. მაგრამ ციანიდი შესაძლოა ერთ-ერთ მნიშნველოვან ფაქტორს წარმოადგენდეს ახალი სასიცოცხლო მოლეკულების მშენებლობაში“ - ამბობს კარინ სმიტი (Boise State University).
სმიტმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს მეტეორთა ახალი კლასი, რომლებიც გამდიდრებულნი არიან ნახშირბადით და აქტიურად განაგრძობენ მათ კვლევას. თხევადი ქრომატოგრაფ-მასს სპექტრომეტრის გამოყენებით ნაპოვნი იქნა ორი ტიპის რკინა-ციანო-ნახშირბადის კომპლექსები. ეს კომპლექსები შედიან ჰიდროგენეზის აქტიური ნაწილის შემადგენლობაში, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა ბაქტერიასა და არქეაში. ჰიდროგენეზი საკმაოდ დიდი ზომის ფერმენტია, თუმცა მისი აქტიური ნაწილი - რეგიონი სადაც ხდება ქიმიური რეაქციები - წარმოადგენს ბევრად მცირე მეტალურ-ორგანულ შენაერთს. სწორედ მსგავსი ციანიდის შემცველი კომპონენტი იპოვეს მეცნიერებმა მეტეორიტებში.
სიცოცხლის ერთ-ერთი ამოუცნობი საიდუმლოა თუ როგორ მოხდა ქიმიური პროცესების ბიოლოგიურში გადასვლა. ჰიდროგენეზის ფერმენტის აქტიური ნაწილის მსგავსება ციანიდის ნაერთთან, რომელიც მეცნიერებმა მეტეორიტებში იპოვეს, გვაძლევს ვარაუდის უფლებას, რომ არა-ბიოლოგიურ პროცესებს, რომელსაც ამჟამად ადგილი აქვთ მეტეორიტებსა და ასტეროიდებზე და ხდებოდა ადრეულ დედამიწაზე, შეეძლო გამოეწვია სიცოცხლისთვის საჭირო მოლეკულების გაჩენა.
წყარო:
https://www.nasa.gov/press-release/goddard/2019/cyanide-in-meteorites