შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

კვანტური დარვინიზმი გაიზომა
კვანტური დარვინიზმი გაიზომა

კვანტური დარვინიზმი შემოთავაზებული იქნა 2003 წელს პოლონელი თეორეტიკოსის Wojciech Zurek-ის მიერ. კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი დაშვებაა, რომ კვანტური სისტემა გარემოში მრავალჯერადად აღიბეჭდება, კლასიკურ სურათს კი ქმნის დეკოჰერენციის მიმართ მდგრადი მდგომარეობები (pointer states). ანუ იგულისხმება, რომ გარემოსთან ურთიერთქმედება შლის ზოგიერთ მდგომარეობას, ზოგიერთს კი არა.

კვანტური დარვინიზმის მეორე პირობის თანახმად, რომელიმე სიდიდის დაკვირვებადობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კარგად აღიბეჭდა ის გარემოში. მრავალჯერადად აღბეჭდილი სიდიდე იძენს კლასიკურ თვისებებს, რადგან მდგრადი ინფორმაციის კოპირების გამო სხვადასხვა დამკვირვებელი იღებს ერთნაირ მონაცემს.

კვანტური სამყაროს ერთ-ერთი ასპექტია სუპერპოზიცია - კვანტური სისტემის თვისება, რომ იგი ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე მდგომარეობაში. დეკოჰერენცია ეწოდება პროცესს, როცა კვანტურ სუპერპოზიციაში მყოფი სისტემა ხდება კლასიკური. კვანტური სისტემა ურთიერთქმედებს გარემოს დიდი რაოდენობის ატომებთან და ირჩევს სუპერპოზიციული მდგომარეობიდან ერთ-ერთს.

მკვლევართა სამმა ჯგუფმა გერმანიიდან, იტალიიდან და ჩინეთიდან პირველად შეამოწმეს ექსპერიმენტულად კვანტური დარვინიზმის ჰიპოთეზა. მეცნიერებმა შეისწავლეს 1 ფოტონის (კვანტური სისტემა) ურთიერთქმედება რამდენიმე სხვა ფოტონთან (გარემო). კვანტური დარვინიზმის თანახმად, მხოლოდ გარემოს ფოტონებზე დაკვირვებით შესაძლებელია ნაწილაკის (1 ფოტონი) კლასიკურ ქცევაზე ინფორმაციის მიღება.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გარემოს მხოლოდ ერთი ფოტონის გაზომვითაც კი შესაძლებელია სისტემაზე დიდი ინფორმაციის მიღება და გაზომილი გარემოს ფოტონების რაოდენობის ზრდა იწვევს სისტემის კლასიკალიზაციას. ანუ თუ ურთიერთქმედება ძლიერია ერთმა ფოტონმაც კი შესაძლოა შეასრულოს გარემოს როლი, რომელიც იწვევს დეკოჰერენციას და კლასიკური მდგომარეობის არჩევას. ხოლო როცა ურთიერთქმედება სუსტია საჭიროა მეტი გარემოს ნაწილაკის მონიტორინგი.

წყარო:

https://www.quantamagazine.org/quantum-darwinism-an-idea-to-explain-objective-reality-passes-first-tests-20190722/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.