შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პოლარიზებული რადიო ტალღები გამა გამოსხივების ნაკადში
პოლარიზებული რადიო ტალღები გამა გამოსხივების ნაკადში

ჟურნალ Astrophysical Journal Letters ბოლო ნომერში გამოქვეყნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც მოთხრობილია, რომ რენტგენის და ხილული სინათლის ტელესკოპების მონაცემების შედარების მეშვეობით მათ პირველად დააფიქსირეს პოლარიზებული რადიო ტალღები გამა აფეთქებების (GRB) ნაკადში, რაც მიგვითითებს სპეციალური კონფიგურაციის მაგნიტური ველის არსებობაზე.

გამართლებამ და კარგი აღჭურვილობის გამოყენებამ მეცნიერებს საშუალება მისცათ დაკვირვებოდნენ GRB-ს ჭავლებს რადიო ტელესკოპის საშუალებით და აღმოეჩინათ იქ რადიო ტალღების პოლარიზება, რაც საშუალებას გვაძლებს უფრო წინ წავიწიოთ იმის გაგებაში, თუ რა იწვევს სამყაროს ამ ყველაზე მძლავრ აფეთქებებს.

GRB არიან სამყაროში ყველაზე მაღალი ენერგიის მქონე აფეთქებები, რის შედეგადაც კოსმოსში გამოტყორცნილი ნაკადის სიჩქარე აღწევს სინათლის სიჩქარის 99.9 %-ს. ეს მოვლენა ხდება, როდესაც მზეზე ბევრად მასიური ვარსკვლავი სასიცოცხლო ციკლს დაასრულებს და შავ ხვრელს წარმოქმნის.

ერთ-ერთი ასეთი აფეთქებიდან (GRB 190114C) გამოფრქვეული სინათლე დააფიქსირა კოსმოსურმა ობსერვატორიამ Swift (NASA) ამ წლის 14 იანვარს. Swift-ის ინფორმაციამ საშუალება მისცათ მეცნიერებს 2 საათში მოვლენას დაკვირვებოდნენ ატაკამას უდაბნოში (ჩილე) განთავსებული რადიო ტელესკოპების მასივი ALMA-ს მეშვეობით. კიდევ 2 საათის შემდეგ კვლევებში ჩაერთო ნიუ მექსიკოში (აშშ) განთავსებული რადიო ტელესკოპების მასივი VLA.

ობსერვატორიების მონაცემების შედარებით მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ ჯეტში არსებული მაგნიტური ველის სტრუქტურა. არსებული თეორიული მოდელები იძლეოდა ჯეტებში მაგნიტური ველის სხვადასხვა განაწილების სურათს. ასე, რომ პირველად მოხერხდა ამ მოდელების შემოწმება რეალური დაკვირვებებით.

აღმოაჩნდა, რომ ჯეტის მხოლოდ 0.8 % იყო პოლარიზებული. ეს ნიშნავს, რომ მაგნიტური ველი მოქმედებდა მხოლოდ ჯეტის მცირე ფრაგმენტებზე, რომელთა დიამეტრი არ აღემატებოდა ჯეტის მთლიანი ზომის 1 %-ს. ანუ მაგნიტური ველი ნაკლებ როლს თამაშობს GRB-ს სტრუქტურის ჩამოყალიბებაში ვიდრე აქამდე ეგონათ.

ტანმოი ლასკარმა (University of Bath) თქვა, რომ ცდილობენ გაიგონ, თუ რატომ აფრქვევს ზოგიერთი ვარსკვლავი ამ ექსტრაორდინალურ ნაკადს სიკვდილისას, ან რითი იკვებებიან მსგავსი ნაკადები, რომლებიც თითქმის სინათლის სიჩქარით ვრცელდებიან და მილიარდობით მზის ტოლფას სინათლეს გამოიმუშავებენ.

კეიტ ალექსანდერმა (VLA ობსერვატორია) დასძინა, რომ დაბალსიხშირიანმა სიგნალმა მათ მისცათ საშუალება დანამდვილებით ეთქვათ, რომ სინათლე თავად ნაკადს ეკუთვნოდა და არა რაიმე პროცესს, რომელიც მისი ურთიერთქმედებითაა განპირობებული გარემოსთან.

მეცნიერებმა განაგრძობენ ახალი GRB-ს ძიებას, რათა ფარდა ახადონ მსოფლიოში ყველაზე დიდი აფეთქებების საიდუმლოებებს.

წყარო:

https://www.sciencedaily.com/releases/2019/06/190619103207.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.