ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა გიოტინგენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის სტატია, სადაც მეცნიერები შედარებთ ახლოს მდებარე თიგარდენის ვარსკვლავის მახლობლად ორი ახალი დედამიწის მსგავსი პლანეტის აღმოჩენას იუწყებიან.
თიგარდენის ვარსკვლავი ერთ-ერთ ყველაზე პატარაა ამჟამად აღმოჩენილ ვარსკვლავებს შორის. სახელი 2003 წელს მისი აღმომჩენის Bonnard Teegarden-ის საპატივცემულოდ ეწოდა. იგი მდებარეობს ვერძის თანავარსკვლავედში დედამიწიდან დაახლოებით 12.5 სინათლის წლის მანძილზე. ვარსკვლავის ტემპერატურა დაახლოებით 2,700°C-ია და მზეზე 10-ჯერ მეტი ნათობა აქვს.
მკვლევარების მიერ შეგროვებული მონაცემები ნათლად ამტკიცებს თიგარდენის ვარსკვლავის გარშემო დედამიწის მსგავსი ორი პლანეტის არსებობას. „პლანეტები ძალიან ჰგავს მზის სიტემაში არსებულ შიდა პლანეტებს, მათ დედამიწაზე ოდნავ დიდ მასა აქვთ და მდებარეობენ სასიცოცხლო ზონაში, სადაც წყალი შესაძლოა არსებობდეს თხევად მდგომარეობაში“ - ამბობს სტატიის მთავარი ავტორი Mathias Zechmeister გიოტინგენის უნივერსიტეტიდან.
ასტრონომები ეჭვობენ, რომ პლანეტების რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს. თიგარდენის ვარსკვლავი არის ყველაზე პატარა ვარსკვლავი, რომლისთვისაც მკვლევარებმა შეძლეს განესაზღვრათ პლანეტების მასა. „ეს არის უდიდესი წარმატება Carmenes პროექტის, რომლის მიზანიც იყო მოეძებნა პატარა ვარსკვლავების ირგვლივ მდებარე პლანეტები“ - აღნიშნავს Carmenes-ის პროექტის დირექტორი პროფესორი Ansgar Reiners.
ყველა მსგავსი ტიპის ვარსკვლავის პლანეტები აქამდე აღმოჩენილი იქნა „ტრანზიტული მეთოდით“ - პლანეტა, რომელიც ჩაუვლის ვარსკვლავს გამოიწვევს მის დაბნელებას გარკვეული დროით, რაც ხდება მხოლოდ პლანეტარული სისტემების ძალიან მცირე ნაწილისთვის. მსგავსი ფაქტი არ შეუნიშნავთ ახლადაღმოჩენილი პლანეტებისთვის. თუმცა თიგარდენის პლანეტარული სისტემა ისეა განთავსებული, რომ იქაურმა დამკვირვებლებმა შეიძლება შეინიშნოს თუ როგორ ჩაუვლიან მზეს ჩვენი მზის სისტემის პლანეტები.
ორი ახალი პლანეტა არის გიოტინგენის გუნდის მიერ აღმოჩენილი რიგით მეათე და მეთერთმეტე პლანეტები.