ბუნებაში ტურბულენტობას ადგილი აქვს როგორც მცირე ისე დიდ მასშტაბებზე. ერთი შეხედვით ქაოსური ტურბოლენტობის პროცესისას წარმოიქმნება სულ უფრო და უფრო მცირე ზომის მორევები. აღმოჩნდა, რომ ამ დროს იკარგება ინფორმაცია საწყის ნაკადზე და მცირე სკალის მორევებს უჩნდებათ უნივერსალური თვისებები. ამან საშუალება მისცათ როჩესტერის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებს, ჟურნალ Physical Review Letters-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, მიეღოთ ახალი შენახვის კანონები მაგნიტურ ველში ტურბოლენტური ნაკადებისთვის. შედეგად მოხერხდა ფიზიკის სხვადასხვა დარგში (ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ევოლუცია და მატერიის აკრეცია; მზის ქარის გამო დედამიწის გარშემო კოსმოსის ამინდის პროგნოზირება; დამაგნიტებული წრფივი შერწყმა) გამოყენებული განტოლებების გამარტივება.
კვლევისას გამოყენებული იქნა ბერკლის ეროვნული ლაბორატორიაში მდებარე კომპიუტერული ცენტრის (NERSC) სუპერ-კომპიუტერის 16,000 მთვლელი ბირთვი და 6 მილიონი CPU-საათი.
მკვლევარებმა ასევე შეიმუშავეს ახალი ანალიტიკური მეთოდი, თუ როგორ ხდება ტურბულენტური სხეულების ერთმანეთთან "კომუნიკაცია" სხვადასხვა მასშტაბებზე.
მეცნიერები უკვე ცდილობენ შემუშავებული მეთოდების გამოყენებას ოკეანეებისთვის, თუ როგორ მოქმედებს მცირე მორევების გაჩენა ოკეანეების ზოგად ცირკულაციაზე და როგორი ზემოქმედება აქვს ქარის და წყლის ურთიერთქმედებას.
წყარო: