
ჟურნალ Astronomy & Astrophysics აპრილის ნომერში ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოთხრობილია 88 სინათლის წლის მანძილზე ორბიტალურ რეზონანსში მყოფი პლანეტარული სისტემის აღმოჩენის შესახებ.

აპრილში გამოქვეყნდა ATLAS კოლაბორაციის მიერ LHC-ის მეორე დაკვირვებათა სეზონის განმავლობაში მიღებული ჰიგსის ფარულ მატერიად დაშლის ძიების შედეგები. ეფექტი არ იქნა დაფიქსირებული, რაც ჰიგსის ბოზონის უხილავ ნაწილაკებად დაშლაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.

ჟურნალ Astronomy & Astrophysics მაისის ნომერში გამოქვეყნდა ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია ვარსკვლავთა სამმაგ სისტემაში დედამიწასთან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 1000 სინათლის წლის მანძილზე მყოფი შავი ხვრელის აღმოჩენის შესახებ.

ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა კარნეგი მელონის და პიტსბურგის უნივერსიტეტების მკვლევარების ჯგუფის კვლევა, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა მკვეთრად გააუმჯობესოს ადამიანის ტვინთან ინტეგრირებული კომპიუტერული ინტერფეისების სტაბილურობა და მნიშვნელოვნად შეამციროს, ან აღმოფხვრას გამოყენების დროს მოწყობილობის კალიბრების აუცილებლობა.

მაღალი ნათობის დიდი ადრონული კოლაიდერის (HL-LHC) პროექტის ფარგლებში ALICE-ის ექსპერიმენტის გვირაბში დამონტაჟდა უახლესი კონსტრუქციის კრიოსტატების (აპარატი, რომელიც ინარჩუნებს დაბალ ტემპერატურას) მოდულები, რომლებშიც განთავსდება ოთახის ტემპერატურის კოლიმატორები (მოწყობილობა ნაკადის ფოკუსირებისთვის) 1.9 კელვინამდე გაციებული კრიოსტატებს დასაცავად.

Science Advances-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომელშიც შორეულ კვაზარზე დაკვირვებების მონაცემებზე დაყრდნობით ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ აღმოაჩინეს ელექტრომაგნიტური ფუნდამენტური კონსტანტის ვარიაცია 10-5 რიგში 3.9 სიგმა სტანდარტული გადახრის სიზუსტით.

ამერიკის ფიზიკური საზოგადოების ონლინე კონფერენციაზე (18 - 21 აპრილი, 2020) განიხილეს LIGO/Virgo კოლაბორაციის ინფორმაცია, 2019 წლის 12 აპრილს, დიდი და მცირე შავი ხვრელების შერწყმის შედეგად გამოსხივებული გრავიტაციული ტალღების დაფიქსირების შესახებ. ამ მოვლენაში საინტერესო იყო მასების სხვაობის გამო წარმოშობილი დამატებითი, მაღალი სიხშირის ტალღების დაფიქსირება, რაც თანხმობაში ფარდობითობის ზოგადი თეორიის წინასწარმეტყველებებთან.

ჟურნალ Nature Astronomy აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ აღმოაჩინეს აქამდე ცნობილებთან შედარებით ორჯერ კაშკაშა და სავარაუდოდ ბევრად მასიური ზეახალი ვარსკვლავი.

ჟურნალ Astronomy & Astrophysics აპრილის ნომერში გამოქვეყნდა GRAVITY კოლაბორაციის სტატია, რომლის თანახმად ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავის ორბიტის პრეცესია თანხვედრაშია ზოგადი ფარდობითობის თეორიის წინასწარმეტყველებებთან.