შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 315
ბოლო წევრი: bakurijgharkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ასტრონომებმა ჰაბლის კანონს სახელი შეუცვალეს
ასტრონომებმა ჰაბლის კანონს სახელი შეუცვალეს

2018 წლის 31 აგვისტოს ვენაში დასრულებულმა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის XXX გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰაბლის კანონს სამყაროს გაფართოების შესახებ, ბელგიელი ასტრონომის ჟორჟ ლამეტრის დამსახურებების აღსანიშნავად, დაერქვას ჰაბლი-ლამეტრის კანონი.

CERN-ში დააკვირდნენ ჰიგსის ბოზონის ორ b-კვარკად დაშლას
CERN-ში დააკვირდნენ ჰიგსის ბოზონის ორ b-კვარკად დაშლას

28 აგვისტოს CERN-ში გამოცხადდა ჰიგსის ბოზონის ორ b-კვარკად დაშლის აღმოჩენის შესახებ, რაც ეთანხმება ნაწილაკების სტანდარტული მოდელს.

პირველად მოხერხდა მაღალი ენერგიის ნეიტრინოების წყაროს იდენტიფიცირება
პირველად მოხერხდა მაღალი ენერგიის ნეიტრინოების წყაროს იდენტიფიცირება

ასტრონომები პირველად დააკვირდნენ გარე-გალაქტიკურ წყაროს, შორეულ ბლაზერს, რომელმაც წარმოშვა მაღალი ენერგიის ნეიტრინოების ნაკადი. ობიექტის დაფიქსირება ასევე მოხერხდა ელექტრომაგნიტურ დიაპაზონში, რაც მრავალარხიანი ასტრონომიის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას მოასწავებს. ორივე ჯგუფის სტატიები დღეს, 12 ივლისს, გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში. მოვლენისადმი მიძღვნილი ორ საათიანი ვიდეოკონფერენციის რეპორტაჟი დღეს მიმდინარეობდა Youtube-ზე, თბილისის დროით 18 საათიდან.

წვიმა მზის ატმოსფეროში!
წვიმა მზის ატმოსფეროში!

პლაზმის "ვარდნის" შესწავლა მზის ატმოსფეროში ადასტურებს, რომ ნისლის და წვიმის მაგვარი მოვლენები ხდება მზეზეც, სადაც წყალის როლს პლაზმა ასრულებს. მზის ატმოსფეროში პლაზმის კონდენსაციაზე დაკვირვებამ შეიძლება პასუხი გასცეს კითხვას თუ რატომაა მზის კორონა ასეთი ცხელი.

მონო-ენერგეტიკული ნეიტრინოები რომელთაც შეუძლიათ მიუონების წარმოქმნა
მონო-ენერგეტიკული ნეიტრინოები რომელთაც შეუძლიათ მიუონების წარმოქმნა

ჟურნალ Phys. Rev. Lett.-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია Fermilab-ში მიმდინარე MiniBooNE ექსპერიმენტის რვა წლის წინანდელი მონაცემების ახალი ანალიზი. 2009-2011 წლების მონაცემებში ნაპოვნი იქნა განსაზღვრული ენერგიის (რომელიც საკმარისია მიუონის გასაჩენად) მქონე ნეიტრინოების არსებობის პირველი პირდაპირი დადასტურება.

მალე ჩვენ პირველად დავინახავთ შავ ხვრელს
მალე ჩვენ პირველად დავინახავთ შავ ხვრელს

მომავალ თვეში დაგეგმილია 2017 წლის აპრილში ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელისთვის გადაღებული სურათის გამოქვეყნება რომელიც დამზადდება Event Horizon Telescope პროექტის ფარგლებში.

NASA-მ მარსზე უძველესი ორგანული ნივთიერება აღმოაჩინა
NASA-მ მარსზე უძველესი ორგანული ნივთიერება აღმოაჩინა

NASA-ს მარსმავალმა Curiosity აღმოაჩინა ახალი მტკიცებულება, ძირითადად ორგანული ნახშირბადი, რაც გვაფიქრებინებს წითელი პლანეტაზე უძველეს სიცოცხლის არსებობაზე.

გრავიტაციული ტალღების გამომწვევმა მოვლენამ შესაძლოა შავი ხვრელი წარმოშვა
გრავიტაციული ტალღების გამომწვევმა მოვლენამ შესაძლოა შავი ხვრელი წარმოშვა

ჟურნალ Astrophysical Journal-ის მაისის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 2017 წლის სენსაციურმა მოვლენამ, რომელშიც ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმისას გამოსხივებული გრავიტაციული ტალღები დაფიქსირდა, შესაძლებელია შავი ხვრელი წარმოქმნა.

აღმოაჩინეს იონიზირებული წყალბადის გიგანტური ღრუბელი
აღმოაჩინეს იონიზირებული წყალბადის გიგანტური ღრუბელი

ჯურნალ Astrophysical Journal-ის მაისის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ასტრონომებმა არიზონის მთებში მდებარე განახლებული ბარელ შმიდტის ტელესკოპით აღმოაჩინეს იონიზირებული წყალბადის უზარმაზარი ღრუბელი გალაქტიკაში M51, ე. წ. მორევის გალაქტიკა.

გააჩნია თუ არა ფარული მატერიის ნაწილს მცირე მუხტი?
გააჩნია თუ არა ფარული მატერიის ნაწილს მცირე მუხტი?

ურნალ Nature-ს ბოლო ნომერში ჰარვარდ-სიმპსონის ასტროფიზიკური ცენტრის მკვლევარებმა შემოგვთავაზეს მოდელი, რომლის თანახმადაც ფარული მატერიის ნაწილაკების მცირე ნაწილს (1%-ზე ნაკლებს) გააჩნია ელექტრონის მუხტზე მილიონჯერ მცირე მინი-მუხტი.