შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პლაზმოიდები მერკურის მაგნიტურ კუდში
პლაზმოიდები მერკურის მაგნიტურ კუდში

ზოგადად პლანეტარულ მაგნიტურ ველებს ინდუცირებას უკეთებს თხევადი ლითონების ნაკადები ბირთვებში და მნიშვნელოვანია პლანეტების დაცვისათვის მზის ნაწილაკებისაგან. მზის ქარი იწვევს მაგნიტურ შტორმებს პლანეტის ატმოსფეროში, რომლებსაც დედამიწაზე ვხედავთ პოლარული ციალის სახით. როცა მზის ქარი „აწვება“ პლანეტის მაგნიტურ ველს, პლანეტის ბნელ მხარეს მხარეს, მზისგან საპირისპირო მიმართულებით, წარმოიქმნება მაგნიტური კუდები.

მერკურის მაგნიტური ველი 100-ჯერ უფრო სუსტია ვიდრე დედამიწის, ამიტომაც ფიზიკოსებისათვის გაუგებარი იყო მის მაგნიტურ კუდში მაღალი ენერგიის მქონე ელექტრონების აღმოჩენა. სავარაუდო მექანიზმი, რომელიც შეიძლება იწვევდეს ასეთი ენერგეტიკული ნაწილაკების გაჩენას, არის ე. წ. მაგნიტური ძალწირების გადართვა (რეკონექცია), რომლის დროსაც გამოთავისუფლდება კინეტიკური და თერმული ენერგია. თუმცა ტურბულენტურ გარემოში მაგნიტური რეკონექცია ცუდად იყო შესწავლილი.

ჯურნალ Physics of Plasmas აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში გერმანელი და ჩინელი ფიზიკოსების ჯგუფმა შემოგვთავაზა ტურბოლენტობის გათვალიწინებით მერკურის მაგნიტურ კუდში მაგნიტური რეკონექციის ანალიზი. მაგნიტო-ჰიდროდინამიკურმა სიმულაციებმა აჩვენეს, რომ მაგნიტური რეკონექციის დროს წარმოიქმნება პლაზმოდები (მაგნიტური სტრუქტურები პლაზმაში), რომლებსაც შეუძლიათ ელექტრონების ეფექტურად აჩქარება. შეფასებული იქნა ტურბულენტური პლაზმოიდური რეკონექციისა და შესაბამისი ელექტრონული აჩქარების ზედა ზღვარიც.

ახალი მოდელის პარამეტრები შეიძლება შემოწმდეს ESA-ს და იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს ერთობლივი მისიის Bepi-Colombo საშუალებით. ამ თანამგზავრის გაშვება დაგემილია 2018 წლის ოქტომბერში, ხოლო მერკურის მან უნდა მიაღწიოს 2025 წლის დეკემბერში. ამ ახალი მისიის მეშვეობით მკვლევარები იმედეოვნებენ მიიღონ მერკურის მაგნიტურ კუდში ტურბულენტობის ეფექტების უფრო დეტალური სურათი.

წყარო: https://www.scien...115752.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.