შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

გრავიტაციული ტალღების გამომწვევმა მოვლენამ შესაძლოა შავი ხვრელი წარმოშვა
გრავიტაციული ტალღების გამომწვევმა მოვლენამ შესაძლოა შავი ხვრელი წარმოშვა

ჟურნალ Astrophysical Journal-ის მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია კოსმოსური რენტგენული ობსერვატორია Chandra-ს (NASA) მიერ მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც აკვირდებოდა 2017 წლის 17 აგვისტოს LIGO-ს (გრავიტაციული ტალღების ანტენა) და Fermi-ს (NASA-ს კოსმოსური გამა გამოსხივების დეტექტორი) მიერ დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღების გამომსხივებელ ობიექტს. გრავიტაციული სიგნალი, რომელიც GW170817 სახელითაა ცნობილი, შეესაბამებოდა ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმის მოვლენას, რომლის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი დაახლოებით 2.7-ჯერ უფრო მასიურია ვიდრე ჩვენი მზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოცემული ნარჩენი ან წარმოადგენს აქამდე ცნობილ ყველაზე მასიურ ნეიტრონულ ვარსკვლავს, ან ჩვენს მიერ დღემდე აღმოჩენილი ყველაზე მცირე მასის შავი ხვრელია. ამჟამად ყველაზე პატარა შავი ხვრელის მასა სულ მცირე 4-5-ჯერ აღემატება მზის მასას.

სტატიის ავტორთა განცხადებით, GW170817 მოვლენის ნარჩენი ობიექტიდან Chandra-მ ვერ დააფიქსირა ძლიერი რენტგენული გამოსხივება, რაც გამოწვეული იქნებოდა ახალი ნეიტრონული ვარსკვლავის სწრაფდი ბრუნვით, რომელიც თავის მხრივ შექმნიდა ძლიერ მაგნიტურ ველს. ზემოხსენებულის მაგივრად, დაკვირვებული რენტგენული გამოსხივება რამდენიმე ასეულ-ჯერ ნაკლებია ნეიტრონული ვარსკვლავის დაბადების შემთხვევაში დაფიქსირებულ რენტგენულ გამოსხივებაზე. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის მაგივრად შესაძლებელი GW170817 მოვლენის შედეგად შექმნილიყო ახალი მცირე მასის შავი ხვრელი.

წყარო:
https://phys.org/...-hole.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.