ჟურნალ Physical Review Letters-ის თებერვლის ნომერში ტეხასის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა დაასაბუთეს მატერიის ახალი აგრეგატული მდგომარეობის - სუპერთხევადი კვაზიკრისტალების არსებობა. სტატია ასევე გვაწვდის ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება ამგვარი აგრეგატული მდგომარეობის შექმნა ლაბორატორიულ პირობებში.
19 აპრილს, კომპანიამ SpaceX, რაკეტა Falcon 9-ის საშუალებით კანევერალის კონცხიდან წარმატებით გაიყვანა კოსმოსში ობსერვატორია TESS, რომლებიც გათვალისწინებულია ეგზოპლანეტების მოსაძებნად.
დიდ ბრიტანეთში 2018 წლის 2-6 აპრილს გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე, EWASS 2018, ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა უარყო თავიანთი სამი წლის წინანდელი ვარაუდი ფარული მატერიის არაგრავიტაციული ურთიერთქმედების აღმოჩენის შესახებ.
ჟურნალ Nature Nanotechnology-ის ბოლო ნომერში ტეხასის უნივერსიტეტის კორეელი მეცნიერების სტატიაში მოთხრობილია ეკოლოგიურად უსაფრთხო, გოგირდ-ნახშირბადის ნანო-მილაკების შექმნის შესახებ, რომლებსაც ძალუძთ მკვეთრად გააუმჯობესონ ლითიუმ-გოგირდის ბატარეის პარამეტრები.
ამერიკელმა და ფინელმა მეცნიერებმა კვანტურ აირში პირველად მოახერხეს სამ-განზომილებიანი სკირმიონების მიღება, რომლებიც თეორიულად ნაწინასწარმეტყველები იყო დაახლოებით 40 წლის წინ, მაგრამ მხოლოდ ახლა მოხერხდა მათი ექსპერიმენტული დაკვირვება.
ჟურნალ Nature Communications-ის მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები გვაუწყებენ, რომ კომპაქტური მძლავრი ლაზერით ნანომავთულების გაცხელებით მათ რეკორდული ეფექტურობით განახორციელეს ბირთვული სინთეზი.
ჟურნალ Nature-ს ბოლო ნომერში ილიონისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს ადრე ნაწინასწარმეტყველები მატერიის ახალი ფაზის, კვადროპოლური ტოპოლოგიური იზოლატორის, მაკროსკოპული მოდელი.
The Astronomical Journal-ის ბოლო ნომერის ორ სტატიაში ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადასტურეს 15 ეგზოპლანეტის არსებობა, რომლებიც წითელი ჯუჯა ვარსკვლავის (K2-155) ორბიტაზე მოძრაობენ.
ჟურნალ Science-ს ბოლო ნომერში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემოთავაზებულია მომავლის კვანტურ კომპიუტერებში მიკროტალღური რეზონატორების მექანიკურით ჩანაცვლება.



