დიდ ბრიტანეთში 2018 წლის 2-6 აპრილს გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე, EWASS 2018, ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა უარყო თავიანთი სამი წლის წინანდელი ვარაუდი ფარული მატერიის არაგრავიტაციული ურთიერთქმედების აღმოჩენის შესახებ.
ჟურნალ Nature Nanotechnology-ის ბოლო ნომერში ტეხასის უნივერსიტეტის კორეელი მეცნიერების სტატიაში მოთხრობილია ეკოლოგიურად უსაფრთხო, გოგირდ-ნახშირბადის ნანო-მილაკების შექმნის შესახებ, რომლებსაც ძალუძთ მკვეთრად გააუმჯობესონ ლითიუმ-გოგირდის ბატარეის პარამეტრები.
ამერიკელმა და ფინელმა მეცნიერებმა კვანტურ აირში პირველად მოახერხეს სამ-განზომილებიანი სკირმიონების მიღება, რომლებიც თეორიულად ნაწინასწარმეტყველები იყო დაახლოებით 40 წლის წინ, მაგრამ მხოლოდ ახლა მოხერხდა მათი ექსპერიმენტული დაკვირვება.
ჟურნალ Nature Communications-ის მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები გვაუწყებენ, რომ კომპაქტური მძლავრი ლაზერით ნანომავთულების გაცხელებით მათ რეკორდული ეფექტურობით განახორციელეს ბირთვული სინთეზი.
ჟურნალ Nature-ს ბოლო ნომერში ილიონისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს ადრე ნაწინასწარმეტყველები მატერიის ახალი ფაზის, კვადროპოლური ტოპოლოგიური იზოლატორის, მაკროსკოპული მოდელი.
The Astronomical Journal-ის ბოლო ნომერის ორ სტატიაში ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადასტურეს 15 ეგზოპლანეტის არსებობა, რომლებიც წითელი ჯუჯა ვარსკვლავის (K2-155) ორბიტაზე მოძრაობენ.
ჟურნალ Science-ს ბოლო ნომერში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემოთავაზებულია მომავლის კვანტურ კომპიუტერებში მიკროტალღური რეზონატორების მექანიკურით ჩანაცვლება.
დღეს დილით, 2018 წლის 14 მარტს, ცნობილი ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი სტივენ უილიამ ჰოკინგი კემბრიჯში, საკუთარ სახლში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჟურნალ Physical Review Letters ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ იაპონელი თეორეტიკოსების სტატიაში ნაჩვენებია სიჩქარის კვანტური ზღვარის ანალოგიური თანაფარდობის არსებობა კლასიკური სისტემებისთვის, რომელთა ევოლუციაც აღიწერება ერმიტული ოპერატორებით.



