შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

გააჩნია თუ არა ფარული მატერიის ნაწილს მცირე მუხტი?
გააჩნია თუ არა ფარული მატერიის ნაწილს მცირე მუხტი?

ჩვენი სამყაროს დღევანდელი სურათი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მასში არსებულ ფარულ მატერიაზე, რომლის ჯამური მასა ჩვეულებრივ ბარიონულ მასაზე დაახლოებით ხუთჯერ მეტია. ამჟამად ფარულ მატერიაზე არც თუ ისე უხვი ინფორმაცია გაგვაჩნია, ჩვენთვის ცნობილია მისი გამოვლინების ერთადერთი შედეგი - გრავიტაციული ურთიერთქმედება.

EDGES კოლაბორაციის უკანასკნელმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სამყაროს გაჩენიდან 200 მილიონი წლის შემდეგ ბარიონების ტემპერატურა მოსალოდნელზე დაახლოებით ორჯერ ნაკლები იყო. აღნიშნული ფაქტი ვერ პოულობს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტას დღეისათვის არსებული სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის ფარგლებში, თუმცა შეიძლება აიხსნას თუ დავუშვებთ, რომ ბარიონული პლაზმა ცივდებოდა ფარული მატერიის ნაწილაკებთან არაგრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად.

ჟურნალ Nature-ს ბოლო ნომერში ჰარვარდ-სიმპსონის ასტროფიზიკური ცენტრის (აშშ) მკვლევარებმა შემოგვთავაზეს ახალი მოდელი, რომ თუ ფარული მატერიის ნაწილაკების 1%-ზე ნაკლებს ექნებოდათ ელექტრონზე დაახლოებით მილიონჯერ მცირე მუხტი, ხოლო მათი მასა 1-100 ელექტრონის მასის ტოლი იქნებოდა, მაშინ თეორიული მონაცემები ემთხვევა EDGES ექსპერიმენტის შედეგებს და თანაც არ მოდის წინააღმდეგობაში სხვა კოსმოლოგიურ მონაცემებთან.

წყარო: https://www.natur...018-0151-x

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.