შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

აღმოაჩინეს იონიზირებული წყალბადის გიგანტური ღრუბელი
აღმოაჩინეს იონიზირებული წყალბადის გიგანტური ღრუბელი

გალაქტიკა M51 (მორევის გალაქტიკა) ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი გალაქტიკაა, რომელსაც ასტრონომები 1800-იანი წლებიდან აკვირდებიან. მისი სპირალური სტრუქტურა აქტიურად განიხილებოდა გალაქტიკების ადრეულ მოდელებში. თუმცა აქამდე შეუმჩნეველი დარჩა ის, რაც ახლახან ასტრონომებმა არიზონის მთებში მდებარე განახლებული ბარელ შმიდტის ტელესკოპით (მუშაობა დაიწყო 75 წლის წინ) აღმოაჩინეს. ესაა იონიზირებული წყალბადის მასიური ღრუბელი, რომელსაც M51 ითრევს სატელიტი გალაქტიკიდან და მის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის გამოსხივებით აცხელებს. ეს გიგანტური ღრუბელი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს შეამჩნიეს, ასტროფიზიკოსებს საშუალებას აძლევთ შეისწავლონ გალაქტიკების მიერ გაზის ამოფრქვევის მექანიზმი და შეაფასონ შავი ხვრელების გავლენა მათ გარშემო არსებული სივრცის დიდ არეალში. მეცნიერების თქმით, ასეთი მოვლენები წარსულშიც იყო დაკვირვებული, თუმცა მხოლოდ შორეულ გალაქტიკებში. მათი აზრით, ახალი აღმოჩენისგან მიღებული ინფორმაცია დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ შეიქმნა გალაქტიკა M51.

წყარო:
https://phys.org/...cloud.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.