ახალი მარსმავალი გაუშვეს
დღეს თბილისის დროით 15:05, Vandenberg-ის სამხედრო ბაზიდან (კალიფორნია), რაკეტით Atlas V განხორციელდა NASA-ს ახალი მარსმავალის, InSight-ის კოსმოსში გაყვანა. მოვლენის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდა სააგენტოს ვებ-გვერდზე.
NASA-ს წინა მარსმავალი, Curiosity, გაშვებული იქნა 2011 წელს, ხოლო წითელ პლანეტაზე დაჯდომა მან 2012 წლის აგვისტოში განახორციელა. დღემდე მას დაახლოებით 19 კმ აქვს გავლილი მარსის ზედაპირზე.
2004 წლიდან მარსზე ჯერ ისევ ფუნქციონირებს მარსმავალი Opportunity, რომელსაც უკვე 45 კმ აქვს გავლილი და თავის რესურსს 55-ჯერ გადააჭარბა.
ახალი მარსმავალი InSight მარსზე უნდა დაეშვას 2018 წლის 28 ნოემბერს, მისიის სავარაუდო ხანგრძლივობაა 1 მარსული წელი, ანუ დედამიწის 728 დღე.
კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი