შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შეიძლება თუ არა მულტი-სამყაროში არსებობდეს სიცოცხლე?
შეიძლება თუ არა მულტი-სამყაროში არსებობდეს სიცოცხლე?

შეკითხვები - არსებობენ თუ არა მულტი-სამყარო და შეიძლება თუ არა სხვა სამყაროებში სიცოცხლის არსებობა - დიდი კამათის საგანია კოსმოლოგებს შორის. ბრიტანელი და ავსტრალიელი მკვლევარები თავიანთ ახალ კვლევებში ამტკიცებენ, რომ სიცოცხლე პოტენციურად შეიძლება მთელ მულტი-სამყაროში იყოს გავრცელებული. ამის დასამტკიცებლად ისინი აანალიზებენ ბნელი ენერგიის ("მისტიკური ძალა" რომელიც უზრუნველყოფს სამყაროს აჩქარებულად გაფართოებას) თვისებებს.

თანამედროვე კოსმოლოგიური თეორიები პროგნოზირებენ სამყაროში დაკვირვებულზე მეტი ბნელი ენერგიის არსებობას. დიდი რაოდენობის ბნელი ენერგია კი გამოიწვევდა სამყაროს ისეთ სწრაფად გაფართოებას, რომ მატერია ძალიან გაიშვიათებული გახდებოდა, რაც თავის მხრივ სიცოცხლის წარმოშობას შეუძლებელს გახდიდა.

მულტი-სამყაროს თეორიას, რომელიც შემოთავაზებული იქნა 1980 წელს, შეუძლია ახსნას დამზერილი ბნელი ენერგიის სიმცირე როგორც შემთხვევითი ფაქტორი იმ სამყაროში, რომელშიც დასაშვებია სიცოცხლის გაჩენა, სხვა სწრაფად გაფართოებადი სამყაროებისგან განსხვავებით.

ახალმა კომპიუტერულმა სიმულაციებმა კი აჩვენა, რომ სამყაროში ბნელი ენერგიის გაზრდა მოსალოდნელზე მცირე ეფექტს იძლევა. აღმოჩნდა, რომ სამყაროს აჩქარებული გაფართოება, რომელსაც იწვევს ბნელი ენერგია, თითქმის არანაირ გავლენას არ ახდენს ვარსკვლავების ფორმირებაზე, ანუ იმ ადგილების წარმოქმნაზე სადაც სიცოცხლე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს. შავი ენერგიის 100-ჯერ გაზრდაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი ‘მკვადრი’ სამყაროს არსებობისთვის. ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლის არსებობა არ გამოირიცხება სამყაროების საკმაოდ დიდ კლასში. სიმულაციები ჩატარდა EAGLE (Evolution and Assembly of GaLaxies and their Environments) პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს დაკვირვებადი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური სიმულაციების მოდელს.

ახალი შედეგები არ უარყოფს მულტი-სამყაროს იდეას, სხვადასხვა რაოდენობის ბნელი ენერგიით სხვადასხვა სამყაროში. ჩვენს სამყაროში მცირე რაოდენობის ბნელი ენერგიის არსებობა კი, მეცნიერების აზრით, შესაძლოა გამოწვეული იყოს ჯერ-ჯერობით აღმოუჩენელი კანონით და არა შემთხვევითობის ფაქტორით.

წყარო:

https://www.dur.ac.uk/news/newsitem/?itemno=34583

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.