ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა Jessica Spake, PhD სტუდენტი Exter-ის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი), Hubble (NASA/ESA) კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით პირველად მოახერხა ეგზოპლანეტის (WASP-107b)-ს ატმოსფეროში ჰელიუმის დაფიქსირება.
ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ჰელიუმი არის სამყაროში მეორე ყველაზე გავრცელებული ელემენტი წყალბადის შემდეგ. ის ასევე არის მზის სისტემაში შემავალი გაზური პლანეტების, იუპიტერისა და სატურნის, ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ამის მიუხედავად ჰელიუმი აქამდე არ იყო დაფიქსირებული ეგზოპალნეტებზე (პლანეტები მზის სისტემის გარეთ).
ჰელიუმის აღმოჩენა მოხერხდა WASP-107b-ს ატმოსფეროს ინფრაწითელი სპექტრის ანალიზით. აქამდე ეგზოპანეტების ატმოსფეროს ძირითადად სწავლობდნენ ულტრაიისფერი და ოპტიკური სპექტრის დიაპაზონში. ეს შედეგი გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ეგზოპლანეტების შესწავლა უფრო გრძელ ტალღის სიგრძეებისთვის.
WASP-107b ჩვენგან დაახლოებით 200 სინათლის წლითაა დაშორებული და თავის ვარსკვლავის გარშემო შემოვლას 6 დღეზე ნაკლებს ანდომებს. WASP-107b ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიმკვრივის მქონე პლანეტა აღმოჩნდა: იგი იუპიტერის ზომისაა, მისი მასა კი იუპიტერის მასის მხოლოდ 12 %-ის ტოლია. ჰელიუმის რაოდენობა, რომელიც დაფიქსირდა WASP-107b-ს ატმოსფეროში, იმდენად დიდია, რომ პლანეტის ატმოსფერო 10,000 კილომეტრზე უნდა ვრცელდებოდეს. რადგან დაბალი სიმკვრივის პლანეტის ატმოსფერო ასეა გაწელილია მეცნიერები ვარაუდობენ, რომ WASP-107b მუდმივად უნდა კარგავდეს ატმოსფერული გაზის შესამჩნევ რაოდენობას, დაახლოებით ატმოსფეროს მთელი მასის 0.1 - 0.4 %-ს ყოველ მილიარდ წელიწადში.
წყარო:
https://www.spacetelescope.org/news/heic1809/