ჯურნალ Phys.Rev.X-ის აპრილის ნომერში მერილენდის უნივერსიტეტის ფიზიკოსების ჯგუფმა შემოგვთავაზა იდეა, რომ ბოზე-აინშტაინის კონდენსატი (ულტრა-ცივი ატომების ღრუბელი, რომელიც იქცევა როგორც ერთიანი კვანტური ობიექტი), შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც კოსმოლოგიური იდეების შესამოწმებელი პლათფორმა.
მეცნიერები ატომებზე ჩატარებული ცდების საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათი ექსპერიმენტები კარგი ანალოგიაა სამყაროს განვითარების ადრეული პერიოდების ვიზუალიზაციისა და შესწავლისათვის. კერძოდ, ხდებოდა ბოზე-აინშტაინის კონდენსატის გაფართოებაზე დაკვირვება. გაფართოება ისე სწრაფად ხდებოდა, რომ წარმოიქმნებოდა სპეციფიკური ტალღები, რომელთა მაგვარიც შესაძლოა გაჩენილიყო ადრეულ სამყაროში ინფლაციის ეპოქაში. ნაჩვენები იქნა, რომ კონდენსატში წარმოშობილი ტალღის ამპლიტუდის შემცირების კანონი სრულ თანხმობაშია კოსმოლოგიურ წარმოდგენებთან - ე. წ. ჰაბლის ხახუნთან (Habble friction).
ამჟამად ბევრი მეცნიერი ცდილობს ახსნას სამყაროს წარმოშობისა და გაფართოების მექანიზმი. ბოზე-ინშტაინის კონდენსატისა და ადრეული სამყაროს მსგავსება კი დაგვეხმარება ეფექტურად დავაკვირდეთ და აღვწეროთ სამყაროს ინფლაციური გაფართოების პერიოდი.
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2018/04/180419141533.htm