შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

‘კოსმოსური ამინდის’ ახალი მოდელი
‘კოსმოსური ამინდის’ ახალი მოდელი

ჟურნალ Space Weather-ში გამოქვეყნდა სტატია, თუ როგორ ვიწინასწარმეტყველოთ დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებისთვის სახიფათო მაღალი ენერგიების ნაწილაკების განაწილება დედამიწის გარე რადიაციული სარტყელში. ახალი მოდელი გვაძლევს მაღალი ენერგიის მქონე, ე. წ. "მკვლელი ელექტრონების"-განაწილებას რადიაციული შტორმებისას დედამიწის გარე რადიაციული სარტყელში. მაგნიტოსფეროში რადიაციული შტორმების თვისებების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ "მკვლელმა ელექტრონებმა" შესაძლოა დააზიანონ დედამიწის ორბიტაზე განთავსებული სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემები და სატელიტები.

დედამიწის ეკვატორთან, გარე რადიაციული სარტყელი (იგივე ვან ალენის სარტყელი) იწყება დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 12,000 კილომეტრიდან და გრძელდება 58,000 კილომეტრამდე. სურათზე სქემატურად ნაჩვენებია დედამიწის შიდა და გარე რადიაციული სარტყელების ჭრილი.

მაღალი ენერგიის მქონე ელექტრონების ღრუბლები ვან ალენის სარტყელში ცნობილები არიან თავიანთი ცვალებადობით, განსაკუთრებით მზის შტორმების დროს, როცა ახალი დამუხტული ნაწილაკები აღწევენ დედამიწის მაგნიტო-სფეროში და საკმაოდ რთულია მათი შემოჭრის წინასწარმეტყველება.

ელექტრონების 'შტორმის' გავრცელების მოდელი ეყრდნობა ლოს ალამოსის ნაციონალური ლაბორატორიის (Los Alamos National Laboratory) გეო-სინქრონული ეკვატორული სატელიტის და ნაციონალური ოკეანეს და ატმოსფეროს ადმინისტრაციის (National Oceanic and Atmospheric Administration) დაბალ ორბიტაზე განთავსებული პოლარული სატელიტის მონაცემებს ბოლო 3.5 წლის განმავლობაში. სატელიტური გაზომვების კორელაციის გზით მკვლევარებმა შეძლეს მკვლელი ელექტრონების გადაადგილების საკმაოდ საიმედო მოდელის შემუშავება.

მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ ამ მოდელის პოტენციალზე და იმედოვნებენ, რომ მოახდენენ რადიაციული შტორმების ზუსტ მოდელირებას საკმაოდ დიდი დროის ინტერვალისთვის, სანამ "მკვლელი ელექტონების" ახალი პორცია შემოაღწევს დედამიწის რადიაციულ სარტყელში.

წყარო:

https://www.scien...162809.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.