შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Hayabusa2-მა ხელოვნური კრატერი შექმნა ასტეროიდზე
Hayabusa2-მა ხელოვნური კრატერი შექმნა ასტეროიდზე

ზონდი Hayabusa2-ის მისია ასტეროიდ Ryugu-ზე წარმატებით გრძელდება. 2019 წლის 5 აპრილს პატარა ჭურვის გამოყენებით მან შექმნა ხელოვნური კრატერი ასტეროიდზე. მისიის მიზანია შეაგროვოს აფეთქებისას ამოტყორცნილი მასალა და მოახდინოს მისი დედამიწაზე ტრანსპორტირება.

იაპონური აერო-კოსმოსური სააგენტოს ზონდი Hayabusa2 (შევარდენი-2), გაშვებული იქნა 2014 წლის დეკემბერში. ჩვენგან 3,2 მილიარდი კილომეტრით დაშორებულ, დაახლოებით 1 კმ დიამეტრის ბრილიანტის ფორმის მქონე ასტეროიდს Ryugu-ს, ზონდმა 2018 წლის ივნისში მიაღწია და სექტემბერში მსოფლიოში პირველად განახორციელა დასაშვები მოდულების Rover-1A და Rover-1B ასტეროიდზე დაჯდომა. ოქტომბერში Ryugu-ზე უკვე დასმული იქნა მოდული MASCOT, რომელმაც დაახლოებით 17 საათი იმუშავა. ამ პერიოდში მან 3-ჯერ გამოიცვალა ადგილმდებარეობა და შეისწავლა ასტეროიდის გრუნტის შემადგენლობა. ამა წლის თებერვალში ასტეროიდზე დაეშვა თვით Hayabusa2 და გრუნტის ნიმუშებთან ერთად კვლავ დაბრუნდა ორბიტაზე ასტეროიდის გარშემო. 2019 წლის 5 აპრილს, 500 მ სიმაღლიდან ასტეროიდზე ჩაგდებული იქნა 4.5 კილოგრამიანი ჭურვი მცირე კრატერის შესაქმნელად.

foDaBenVUy0

ზონდი მოიცდის 22 აპრილამდე, სანამ აფეთქებით გამოწვეული მტვერი დაილექება და მოახდენს მორიგ დაშვებას Ryugu-ს ზედაპირზე კრატერთან ახლოს ნამსხვრევების შესაგროვებლად. შესაძლოა ზონდმა მესამე დაშვებაც განახორციელოს ნიმუშების შესაგროვებლად. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის 2020 წლისთვის Hayabusa2 ნიმუშებთან ერთად დედამიწაზე უნდა დაბრუნდეს.

Ryugu-ს გრუნტის შესწავლა საშუალებას მოგვცემს გავერკვიოთ რისგან შედგებოდა ახლაგაზრდა მზის სისტემა. ამასთან შეიძლება დამტკიცდეს თეორია, რომ დედამიწაზე წყლის და სიცოცხლისთვის აუცილებელი ამინო-მჟავების არსებობა სწორედ ასტეროიდების და კომეტების დამსახურებაა. მეცნიერები ძირითადად დაინტერესებულები არიან აფეთქებისას ამოტყორცნილი ასტეროიდის შიდა ფენის ნიმუშებით, რომელიც ‘კოსმოსური ამინდის’ ზემოქმედებით არ იქნება სახეშეცვლილი.

წყარო:

https://www.scien...t-asteroid

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.