კოსმოსური ტელესკოპი Hubble (NASA/ESA) გაშვებული იქნა 1990 წლის 24 აპრილს შატლი Discovery-ს (NASA) საშუალებით. მას შემდეგ იგი გამუდმებით გვაძლევს საოცარი კოსმოსური ხედების ხილვის საშუალებას, როგორც მეცნიერული ისე ვიზუალური თვალსაზრისით.
ყოველ წელს, ტელესკოპი დაბადების დღის აღსანიშნავად, თავისი ძვირფასი დროის მცირე ნაწილს ტელესკოპი გამოყოფს საიუბილეო სურათის გადასაღებად. ობიექტი განსაკუთრებულად ლამაზი და მიმზიდველი უნდა იყოს, 2019 წელს ეს აღმოჩნდა 'სამხრეთ ღრიანკალის ნისლეული'.
დასახელება 'სამხრეთ ღრიანკლის ნისლეული' იმიტომაა არჩეული, რომ იგი გაერჩიათ კუროს თანავარსკვლავედში არსებული ცნობილი 'ღრიანკლის ნისლეულისგან', რომელიც წარმოადგენს ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების ნარჩენებს.
ქვიშის საათის ფორმის 'სამხრეთ ღრიანკლის ნისლეული' შექმნილია მის ცენტრში არსებული ორმაგი ვარკვლავების წყვილის მიერ. ერთ-ერთი ვარსკვლავი არის წითელი გიგანტი, მეორე კი თეთრი ჯუჯა. წითელი გიგანტი თავისი სიცოცხლის ბოლო ფაზაში, სანამ გადაიქცევა თეთრ ჯუჯად, იცილებს თავის გარე შრეს. მის მიერ ამოტყორცნილი ნივთიერების ნაწილს კი მიიზიდავს მის კომპანიონი თეთრი ჯუჯის მიერ.
როცა საკმარისი მატერია დაეცემა თეთრ ჯუჯას, ისიც ამოტყორცნის მატერიას და ჩვენ ვხედავთ ნისლეულების ფორმის სტრუქტურებს. საბოლოოდ წითელი გიგანტი შეწყვეტს თავის ნივთიერების გაცემას და შეაჩერებს ახალი სტრუქტურების წარმოქმნას. მანამდე კი გრძელდება ურთიერთ ამოფრქვევები და უფრო და უფრო რთული სტრუქტურების შექმნა.
ასტრონომებმა ეს ობიექტი 1967 წელს აღმოაჩინეს და 1989 წლამდე ვარაუდობდნენ რომ იგი იყო ჩვეულებრივი ორმაგი ვარსკვლავური სტრუქტურა. შემდეგ მის გამოსაკვლევად გამოიყენეს სამხრეთ ევროპული ობსერვატორია (ჩილე). სურათმა აჩვენა დაახლოებით ღრიანკლის ფორმის ნისლეული, რომელიც შედგებოდა გაზისა და მტვრის სიმეტრიული ბუშტებისგან. ამ დაკვირვებების საფუძველზე მხოლოდ ნისლეულის ნათელი ნაწილის შესწავლა მოხერხდა. 'სამხრეთ ღრიანკალის ნისლეულის' ფორმის განსაკუთრებულობა გამოჩნდა 1998 წელს Hubble-ის მიერ მიღებულ გამოსახულებაზე, როცა მოხერხდა ნისლეულის შიდა სტრუქტურის დანახვა. სიმბოლურია, რომ Hubble ამ ობიექტს მისი აღმოჩენიდან 20 წლის შემდეგ დაბრუნდა.
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2019/04/190418131419.htm