შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

უახლოეს ეგზოპლანეტებზე შესაძლოა ამჟამად სიცოცხლე ისახება
უახლოეს ეგზოპლანეტებზე შესაძლოა ამჟამად სიცოცხლე ისახება

ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში კორნელის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავების გარშე მბრუნავ დედამიწის მაგვარ პლანეტებზე ამჟამად მიმდინარეობს სიცოცხლის ჩასახვის პროცესი.

როგორც ცნობილია დედამიწამ დღევანდელი სახის მიღებამდე განვითარების მრავალი ეტაპი განვლო. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მსგავს ეტაპებს გადიოდენ ეგზოპლანეტებიც (პლანეტები, რომლებიც ბრუნავენ სხვა ვარსკვლავების გარშემო). ერთ-ერთი მათგანია Proxima-b, რომელიც დედამიწიდან 4.23 სინათლის წლით არის დაშორებული. იგი ამ დროისათვის 250-ჯერ მეტ ულტრაიისფერ რადიაციას იღებს თავისი ვარსკვლავიდან ვიდრე დედამიწა. თუმცა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე შესაძლოა სწორედ ასეთივე რადიაციის შედეგად წარმოიშვა, რაც საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ Proxima-b-ზე მიმდინარეობს სიცოცხლის ჩასახვის პროცესი.

კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს დედამიწასთან უახლოესი 4 პოტენციური სიცოცხლის მქონე ეგზოპლანეტის (Proxima-b, TRAPPIST-1e, Ross-128b და LHS-1140b) ულტრაიისფერი გარემოს მოდელი. აღნიშნული პლანეტები ბრუნავენ წითელი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო, რომლებიც მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოირჩევიან. ცნობილია, რომ ასეთი რადიაცია იწვევს ატმოსფეროს ეროზიას და შეუძლია ბიო მოლეკულების დაზიანება. მკვლევარებმა შექმნეს ატმოსფეროს კომპონენტების ცვლილებების მოდელი სხვადასხვა ტიპის ატმოსფეროსთვის. მოდელმა აჩვენა, რომ რაცა ატმოსფერო მცირდება და ოზონის ფენა იკლებს იზრდება ულტრაიისფერი გამოსხივების დონე პლანეტის ზედაპირზე. მოდელი გამოყენებული იქნა დედამიწის ისტორიისთვის ბოლო 4 მილიარდი წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ შესწავლილი 4 პლანეტა ამჟამად იმაზე ნაკლებ ულტრაიისფერ გამოსხივებას იღებს ვიდრე დედამიწა 3.9 მილიარდი წლის წინ. ასე, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების არსებობა არ გამორიცხავს პლანეტაზე სიცოცხლის განვითარების შესაძლებლობას.

წყარო:

www.sciencedaily.com/releases/2019/04/190409135816.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.