შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მარსზე პირველი ‘მარსოძვრა’ დაფიქსირდა
მარსზე პირველი ‘მარსოძვრა’ დაფიქსირდა

საფრანგეთის კოსმოსურმა სააგენტომ (CNES) გამოაცხადა, რომ მარსზე განთავსებულმა მათმა სეისმოგრაფმა პირველად დააფიქსირა პლანეტის წიაღიდან მომავალი ბიძგები. თუ მონაცემები დადასტურდება ეს იქნება პირველი დაფიქსირებული ‘მარსოძვრა’. აქამდე დედამიწის გარდა სეისმური ბიძგები დაფიქსირებული იყო მხოლოდ მთვარეზე, Apollo-ს მისის მიერ განთავსებული სეისმოგრაფების მეშვეობით.

მარსზე პირველი სეისმოგრაფები 1976 წელს ჩაიტანეს NASA-ს მისიებმა Viking-1 და Viking-2. თუმცა, ტექნიკური ხარვეზების გამო, მაშინ დაზუსტებული მონაცემების მიღება ვერ მოხერხდა.

43 წლიანი პაუზის შემდეგ მარსზე ისევ გამოჩნდა სეისმოგრაფი. 2018 წლის 19 დეკემბერს ზონდის InSight (NASA) დასაშვებმა პლატფორმამ თავის გვერდზე გადმოსვა CNES-ის მიერ შემუშავებული სეისმოგრაფი SEIS. მალევე ხელსაწყოს დააფარეს ქარის და ტემპერატურის რყევებისგან დამცავი ხუფი. 2019 წლის 6 აპრილს SEIS-მა დააფიქსირა მკვეთრი სეისმური სიგნალი, რომელიც მთვარის ბიძგების მსგავსი იყო.

DLBP-5KoSCc

„დიდებული მოვლენაა, საბოლოოდ გვაქვს ნიშანი იმისა, რომ მარსზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სეისმური პროცესები“ - ამბობს Philippe Lognonne, პარიზის უნივერსიტეტის მკვლევარი.

NASA-ს მკვლევარის, Bruce Banerdt-ის თქმით მარსზე ბიძგების აღმოჩენა არის ახალი დისციპლინის - მარსული სეისმოლოგიის დასაწყისი.

მკვლევარები ჯერ კიდევ მუშაობენ იმის გასარკვევად თუ რა იყო 6 აპრილის ბიძგის გამომწვევი მიზეზი. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ იგი მომდინარეობდა პლანეტის წიაღიდან და არ იყო გამოწვეული ქარის ან მეტეორიტების დაცემის შედეგად. მკვლევარების თქმით, მანამდე მათ დაფიქსირებული ჰქონდათ სამი მსგავსი, მაგრამ შედარებით სუსტი სიგნალი იმავე ხელსაწყოს საშუალებით.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ SEIS-ის საშუალებით ისინი მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას მარსის ცენტრში მიმდინარე პროცესებზე, რაც დაეხმარებათ დავაზუსტოთ ამ პლანეტის ჩამოყალიბების ისტორია.

წყარო:

https://m.phys.org/news/2019-04-marsquake-tremor-red-planet.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.