ცნობილია, რომ მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეტალის - პოტასიუმის (potassium) ატომების უმეტესობა ქმნის კრისტალურ მესერს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ელემენტის ატომების ნაწილი წარმოიქმნის თხევად სტრუქტურასაც.
დღემდე არ იყო ცნობილი, წარმოადგენდა თუ არა ეს სტრუქტურა ახალ აგრეგატულ chain-melted (კრისტალურ-მდნარ) მდგომარეობას, თუ ეს იყო გარდამავალი საფეხური ჩვეულებრივ მყარსა და თხევად მდგომარეობებს შორის.
ფიზიკოსების საერთაშორისო ჯგუფი, ედინბურგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარების ხელმძღვანელობით, ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciencesმიღებულ სტატიაში ამტკიცებს, რომ მათ მიერ ჩატარებული კომპიუტერული სიმულაციები ადასტურეს ახალი აგრეგატული მდგომარეობის არსებობას.
მეცნიერები ახდენდნენ 20,000 პოტასიუმის ატომის ყოფაქცევის მოდელირებას. აღმოჩნდა, რომ მაღალი წნევის პირობებში წარმოიქმნება სტაბილური ორ-კრისტალური მდგომარეობა. ერთ კრისტალურ მესერში ქიმიური ურთიერთქმედება ატომებს შორის აღმოჩნდა ძლიერი, რაც ნიშნავს, რომ ეს სტრუქტურა გაცხელებისას რჩებოდა მყარ მდგომარეობაში. მეორე ფორმის მესერის ატომები კი გაცხელებისას შორდებოდნენ ერთმანეთს, ანუ ეს სტრუქტურა დნება და გადადის თხევად მდგომარეობაში.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სხვა ელემენტებსაც, როგორებიცაა სოდა და ბისმუტი, შეუძლიათ ჰქონდეთ ახლადაღმოჩენილი მდგომარეობა.
ლიტერატურა: http://www.sci-ne...O5cNOvANis
რიცხვი:10 აპრილი