შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 315
ბოლო წევრი: bakurijgharkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პირველად მოხერხდა შუალედური მასის შავი ხვრელის რეგისტრაცია
პირველად მოხერხდა შუალედური მასის შავი ხვრელის რეგისტრაცია

ჟურნალების Physical Review Letters და Astrophysical Journal Letters სექტემბრის ნომრებში გამოქვეყნდა LIGO/VIRGO კოლაბორაციის სტატიები გრავიტაციულ ტალღებზე დაკვირვებების მესამე სეზონში შუალედური მასის შავი ხვრელის პირველად დაფიქსირების შესახებ. ეს ობიექტი შეიქმნა მოსალოდნელზე უფრო მასიური ორი შავი ხვრელების შერწყმის შედეგად მაშინ როცა სამყაროს ასაკი მისი ეხლანდელი ასაკის დაახლოებით ნახევარს შეადგენდა.

ანდრომედას გალაქტიკასთან შეჯახება დაწყებულია
ანდრომედას გალაქტიკასთან შეჯახება დაწყებულია

Astrophysical Journal-ის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ამერიკელი ასტრონომების სტატია, სადაც მოცემულია ირმის ნახტომთან უახლოესი დიდი გალაქტიკის, ანდრომედას ჰალოს პარამეტრების დაზუსტებული შეფასება. აღმოჩნდა, რომ ორი გალაქტიკის ნავარაუდევი შეჯახების პროცესი უკვე დაწყებულია.

ახალი მისიები მარსზე
ახალი მისიები მარსზე

დაიწყო მარსზე გასაფრენი ფანჯრის ათვისება - 20 და 23 ივლისს კოსმოსში გაუშვეს არაბთა გაერთიანებული ემირატების და ჩინეთის მისიები. 30 ივლისს დაგეგმილია NASA-ს ახალი მარსმავალის გაშვებაც.

დააფიქსირეს მზის ნეიტრინოების ახალი კლასი
დააფიქსირეს მზის ნეიტრინოების ახალი კლასი

23 ივნისს ჩატარებულ Neutrino 2020 ვირტუალურ შეხვედრაზე Borexino-ს ექსპერიმენტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ პირველად შეძლეს ე. წ. CNO ციკლთან დაკავშირებული ნეიტრინოების დაფიქსირება, რაც მნიშვნელოვანია მზეში მძიმე ელემენტების განაწილების დაზუსტების საქმეში.

'შავი ნეიტრონული ვარსკვალვის' აღმოჩენა ცვლის ასტრონომიას
'შავი ნეიტრონული ვარსკვალვის' აღმოჩენა ცვლის ასტრონომიას

The Astrophysical Journal Letters ივნისის ნომერში გამოქვეყნდა LIGO/Virgo კოლაბორაციის სტატია 2019 წლის 14 აგვიტოს დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღური სიგნალის GW190814 ანალიზით. გამოყენებული ალგორითმის თანახმად სიგნალი შეესაბამება 23 მზის მასის შავი ხვრელის შერწყმას 2.6 მზის მასის იდუმალ ობიექტთან, რომლის მასა მდებარეობს ნეიტრონულ ვარსკვლავებისა და შავ ხვრელების მასებს შორის არსებულ აკრძალულ დიაპაზონში. ამიტომ ამ ობიექტს ‘შავი ნეიტრონული ვარსკვლავი’ შეარქვეს.

უსაფრთხო კვანტური კრიპტოგრაფია 1,120 კმ მანძილზე
უსაფრთხო კვანტური კრიპტოგრაფია 1,120 კმ მანძილზე

ჟურნალ Nature-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ჩინელი მეცნიერების ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ მოახერხეს ‘კვანტურად ჩაკეტილი’ შეტყობინების გასაღების გადაგზავნა 1,120 კილომეტრ მანძილზე, რაც აქამდე მიღწეულს დაახლოებით 1,000 კილომეტრით აღემატება.

დირაკის ელექტრონები მაგიური-კუთხის გრაფენში
დირაკის ელექტრონები მაგიური-კუთხის გრაფენში

2018 წლიდან ცნობილია, რომ ერთმანეთის მიმართ ‘მაგიური’ კუთხით დახრილი ორი გრაფენის შრეს გააჩნია რიგი საინტერესო კვანტური ფაზა, რომლებიც შეესაბამება ზეგამტარს, მაგნიტს და იზოლატორს. ჟურნალ Nature-ს 2020 წლის ივნისის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი ამტკიცებს, რომ ეს კვანტური ფაზები წარმოიშვებიან აქამდე უცნობი ერთიანი მაღალი ენერგიული მდგომარეობიდან სიმეტრიის უჩვეულო დარღვევით. თანაც ასეთი ფაზური გადასვლების შემდეგ დენის გადამტან ნაწილაკებს აღუდგათ ერთ-შრიანი გრაფენისთვის დამახასიათებელი დირაკის ელექტრონების თვისებები.

ექვს მილიარდამდე დედამიწის მსგავსი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში
ექვს მილიარდამდე დედამიწის მსგავსი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში

The Astronomical Journal-ის მაისის ნომერში გამოქვეყნებული სტატიაში, კოსმოსური ტელესკოპის Kepler (NASA) მონაცემებზე დაყრდნობით, კანადელი ასტრონომები ჩვენ გალაქტიკაში 6 მილიარდამდე დედამიწის მსგავსი პლანეტის არსებობას ვარაუდობენ.

ფარული მატერიის მკვლევარებმა შესაძლოა აქსიონები აღმოაჩინეს
ფარული მატერიის მკვლევარებმა შესაძლოა აქსიონები აღმოაჩინეს

17 ივნისის გამართულ ონლაინ სიმპოზიუმზე XENON კოლაბორაციამ განაცხადა, რომ მათ შესაძლოა აღმოაჩინეს ჰიპოთეტური ნაწილაკი - აქსიონი.

ნეიტრინოს თვისებები ხსნის მატერიის არსებობას სამყაროში
ნეიტრინოს თვისებები ხსნის მატერიის არსებობას სამყაროში

ჟურნალ Nature-ს აპრილის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში, T2K კოლაბორაცია ასაბუთებს თეორიას, რომ ნეიტრინოები არიან მიზეზი იმისა, რომ სამყაროში მატერია ბევრად სჭარბობს ანტი-მატერიას.