მე-2 დიდი რეკონსტრუქციის (LS2) ფარგლებში შესრულებული განახლებები საშუალებას მისცემს ALICE ექსპერიმენტს იმუშაოს მომავლის LHC-ის გაზრდილი ნათობის პირობებში. უფრო მაღალი ნათობა ნიშნავს დეტექტორში შეჯახებების გაზრდილ რაოდენობას. ALICE-ს ექსპერიმენტის სპეციფიკას წარმოადგენს მძიმე იონების შეჯახებები, რომელთა შედეგადაც წარმოიქმნება ნაწილაკების უფრო ფართო სპექტრი პროტონების დაჯახებებთან შედარებით. ამ მეორადი ნაწილაკების ნაწილი შეიძლება გაიქცნენ დეტექტორიდან. ამიტომ სხივების დამატებითი ფოკუსირებისთვის დაგეგმილია ორი დამატებითი კოლიმატორის დამონტაჟება თითოეული ნაკადისთვის, რათა მოიცილონ ტრაექტორიიდან გადახრილი ნაწილაკები, მანამდე სანამ ისინი მიაღწევენ ზეგამტარ მაგნიტებს. ეს საჭიროა, რადგან მაღალი ენერგიის ნაწილაკები რომლებიც დაეჯახებიან 1.9 K (-271 °C) ტემპერატურაზე გაციებულ მაგნიტებს გამოიწვევენ მათ შეთბობას, შედეგად კი ისინი დაკარგავენ ზეგამტარულ თვისებებს.
კოლიმატორების დასამონტაჟებლად LHC–ის წერტილი 2-ის (სადაც განთავსებულია ALICE ექსპერიმენტი) ორივე მილის გრძელი კრიოსტატების გასწვრივ დამონტაჟდა ინოვაციური დამცავი მოწყობილობები. ეს მოწყობილობები საშუალებას იძლევა ორივე ნაკადის გასწვრივ განთავსდეს ოთახის ტემპერატურაზე მომუშავე კოლიმატორები ისე, რომ მათ ხელი არ შეუშალონ არსებული მაგნიტების სისტემის მუშაობას: ამიტომაც მათ უწოდეს დამხმარე კრიოსტატები (bypass cryostats). ეს განახლება ხორციელდება მაღალი ნათობის (High-Luminosity) LHC-ის პროექტის (HL-LHC) ფარგლებში, რომლის პირველი კომპონენტები უკვე დაყენებულია LHC-ს გვირაბში LS2-ის პირველი ფაზის განმავლობაში.
იგივე ტიპის დამხმარე მოწყობილობები იქნება გამოყენებული ორი კოლიმატორისთვი LHC-ს წერტილ 7-ზე. ამ შემთხვევაში ისინი მოთავსდება 11-Tesla ზეგამტარ დიპოლურ მაგნიტებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ HL-LHC-ს პროექტის ყველაზე ინოვაციურ მოწყობილობებს, რომელთა დამონტაჟებაც გათვალიწინებულია LS2-ის განმავლობაში.
წლის დასაწყისში უკვე განხორციელდა ორივე დამხმარე კრეოსტატის დამონტაჟება და მიერთება. ასევე მოხდა ALICE-ეს ერთ-ერთ მილში კოლიმატორის ჩასმა, ამ წლის ბოლომდე კი მეორეც დაიკავებს თავის ადგილს. ეს კოლიმატორები, რომლებიც შეიქმნა ახალი დამხმარე კრიოსტატებისთვის, გაცილებით კომპაქტურია ვიდრე სტანდარტული. მიუხედავად ამისა მოხდება ორი არსებული 13 მეტრი სიგრძის LHC კრიოსტატის (ე. წ. დამაკავშირებელი კრიოსტატები) ჩანაცვლება ახალი დიზაინის ხელსაწყოებით. ორი ახალი დამაკავშირებელი კრიოსტატი იქნება უფრო მოკლე (თითოეული დაახლოებით 5 მეტრი), რათა მოხერხდეს ახალი დამხმარე კრიოსტატების მოდულების ჩასმა სისტემაში.
ყველა სხვა დამაკავშირებელი კრიოსტატის მსგავსად, ეს მოკლე კრიოსტატები უზრუნველყოფენ ელექტრული დენის უწყვეტობას და გაგრილებას და ვაკუუმს მაგნიტების სისტემაში, თუმცა ისინი თვითონ არ შეიცავენ მაგნიტებს. ახალი მოკლე დამაკავშირებელი კრიოსტატების შეიქმნა სამ წელიწადშია ნავარაუდევი.
წყარო:
https://home.cern/news/news/accelerators/hl-lhc-equipment-installed-both-sides-alice-experiment