შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

NASA-ს პროექტი: გადავაქციოთ მთვარის კრატერი ტელესკოპად
NASA-ს პროექტი: გადავაქციოთ მთვარის კრატერი ტელესკოპად

განხორციელების შემთხვევაში, მთვარის რადიო ტელესკოპ LRTC (The Lunar Crater Radio Telescope)-ს შეეძლება დააფიქსიროს ისეთი სიხშირის და სიგრძის რადიო ტალღები, რომლებსაც დედამიწაზე (ან მის ორბიტაზე) მყოფი ხელსაწყოებით ვერ ვზომავთ, იონოსფეროს და დედამიწაზე არსებული სხვადასხვა ტიპის რადიო-ხარვეზების გამო. დედამიწის ზედაპირიდან სულ უფრო და უფრო რთულდება კოსმოსის შესწავლა რადიო-ასტრონომიული მოწყობილობებით ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი სატელიტების სიჭარბის გამო.

LRTC უდიდეს წვლილს შეიტანს კოსმოლოგიის განვითარებაში, რადგან ახალ ტელესკოპს შეეძლება დააკვირდეს სამყაროს დღემდე აუთვისებელი 10-50 მეტრი ტალღის სიგრძის ინტერვალშიც.

ტექნიკური თვალსაზრისით LRTC-ის კრატერში განთავსება არ საჭიროებს ადამიანის მთვარეზე ყოფნას, რაც ძალიან ამცირებს ამ პროექტის ხარჯებს. ჯერ-ჯერობით  ზუსტად არაა ცნობილი თუ რომელ კრატერში მოეწყობა ახალი რადიო-ტელესკოპი, თუმცა ცნობილია რომ ის მთვარის უკანა, ბნელ მხარეზე უნდა განთავსდეს.

პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში LRTC იქნება ყველაზე დიდი რადიო-ტელესკოპი. დედამიწაზე ამჟამად ყველაზე დიდი რადიო-ტელესკოპის FAST-ის დიამეტრი 500 მეტრია. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ტელესკოპი 2-ჯერ დიდი იქნება. გარდა ამისა, რადგან ის მთვარეზე განთავსდება, უნდა მივიღოთ უფრო მკაფიო და მრავალფეროვანი სიგნალი.

აღსანიშნავია, რომ ჩინელს და ნიდერლანდელ მეცნიერებს უკვე განთავსებული აქვთ რადიო ტელესკოპები მთვარის ბნელ მხარეს, თუმცა მათი დიამეტრი ბევრად მცირეა LRTC-ზე.

მთვარის ახალი რადიო-ტელესკოპის კონცეფციის ავტორებს ჯერ კიდევ აქვთ 9 თვე და 125,000 დოლარი პროექტის დასახვეწად და იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ.

 წყარო:

https://www.sciencealert.com/check-out-this-amazing-plan-to-turn-a-crater-on-the-far-side-of-the-moon-into-a-radio-telescope

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.