
ჟურნალ Nature-ს აპრილის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში, T2K კოლაბორაცია ასაბუთებს თეორიას, რომ ნეიტრინოები არიან მიზეზი იმისა, რომ სამყაროში მატერია ბევრად სჭარბობს ანტი-მატერიას.

ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences ივნისის ნომერში დაიბეჭდა კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია 100 წელზე მეტი ხნის წინ ნაწინასწარმეტყველები ნივთიერების ახალი ფაზის აღმოჩენის შესახებ. თხევად-კრისტალური ნაერთის გამოყენებით, მათ აჩვენეს ახალი „სენგეტოელექტრული ნემატური“ ფაზის არსებობა, რომელმაც შეიძლება გზა გაუხსნას მასალების სრულიად ახალ კლასსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს.

ჟურნალ Astronomy and Astrophysics ივნისის ნომერში გამოქვეყნდა მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია, სადაც ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის და ნეიტრონული ვარსკვლავის ტრიოს დინამიკის შესწავლის საფუძველზე დადასტურებულია აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ძლიერი ექვივალენტობის პრინციპის სამართლიანობა.

ჟურნალ Nature-ს ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის მიკრო-გრავიტაციის პირობებში მატერიის ეგზოტიკური ფორმის, ე. წ. ბოზე-აინშტაინის კონდენსატის შექმნის შესახებ.

ჟურნალ Nature Astronomy-ს მაისის ნომერში გამოქვეყნდა ამერიკელი მკვლევარების სტატია, სადაც NASA-ს სატელიტის MAVEN ხუთი წლის მონაცემების გამოყენებით შექმნილია მარსის ზედაპირზე არსებული ელექტრული დენების და ინდუცირებული მაგნიტური ველების განაწილების რუქა.

ჟურნალმა Astronomy & Astrophysics დასაბეჭდად მიიღო მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც დადასტურებულია დედამიწის-მსგავსი პლანეტის, Proxima b-ს არსებობა. პლანეტა ბრუნავს მზის სისტემასთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის გარშემო, რომელიც მზისგან 4.2 სინათლის წლითაა დაშორებული.

1-3 ივნისს ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების მორიგ შეხვედრაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა ონლაინ, ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა წარმოადგინეს მარსის მთვარეების დინამიკის კომპიუტერული სიმულაციები, რომელთა ერთერთი შედეგია წარსულში მარსის გარშემო რგოლების არსებობის დაშვება.

31 მაისს Elon Musk-ის კომპანია SpaceX-ის მიერ გაშვებულმა კოსმოსურმა ხომალდმა Crew Dragon წარმატებულად გადასხა NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი, პეპლის ფრთების შეუდარებელ ფერის მომცემი ბუნების ნანო-ტექნოლოგიის ანალოგიის გამოყენებით გვთავაზობს დაბალი სიმძლავრის და მაღალი გარჩევადობის ეკრანები შექმნის ტექნოლოგიას.

ჟურნალ Nature Physics-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ფინელი თეორეტიკოსების სტატია, სადაც ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის შედეგად გამოსხივებული გრავიტაციული ტალღების და მასიურ ნეიტრონულ ვარსკვლავებზე დაკვირვებების მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულია მოსაზრება, რომ ზე-მასიური ნეიტრონული ვარსკვლავების ბირთვებში ჩნდება მატერიის ეგზოტიკური ფორმა - კვარკ-გლუონური პლაზმა.