შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შავი ხვრელის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავი ადასტურებს აინშტაინის თეორიას
შავი ხვრელის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავი ადასტურებს აინშტაინის თეორიას

ათწლეულების დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჩვენი გალაქტიკის შუაგულში მყოფი სუპერ მასიური შავი ხვრელის (Sagittarius A*) მახლობელი ვარსკვლავი S2-ის ორბიტა, განიცდის პრეცესიას, რომელის სიდიდე თანხვედრაშია აინშტაინის განტოლებების შვარცშილდის ამონახსნის მოდელთან. რაც მიუთითებს, რომ ფარდობითობის ზოგადი თორია სამართლიანია ექსტრემალურ პირობებშიც.

აინშტაინის თეორიის წინასწარმეტყველება, რომ პლანეტების ორბიტები არ არიან შეკრული ელიფსები (განსხვავებით ნიუტონის გრავიტაციისა), პირველად დადასტურდა პლანეტა მერკურის ორბიტისთვის დაახლოებით ერთი საუკუნის წინ. ამჟამად შესაძლებელი გახდა იგივე მოვლენის დამზერა მბრუნავი ვარსკვლავისთვის ჩვენი გალაქტიკის სუპერმასიურ შავ ხვრელის გარშემო.

ვარსკვლავი S2 თექვსმეტ წელიწადს ანდომებს Sagittarius A*-ს შემოვლას. S2-ის ელიპტური ორბიტის პერიჰელიუმის სიდიდე 17 სინათლის საათია და ამ წერტილში მისი სიჩქარე დაახლოებით სინათლის სიჩქარის 3 %-ს შეადგენს.

GRAVITY კოლაბორაციამ 1992-2019 წლების ინტერვალში ჩაატარა S2-ის ორბიტის პარამეტრების 330-ზე მეტი გაზომვა და აჩვენეს, რომ ორბიტის პერიჰელიუმის პრეცესია თანხვედრაშია ფარდობითობის ზოგადი თეორიის წინასწარმეტყველებებთან. გარდა ამისა დადასტურდა Sagittarius A*-ს მასისთვის მათ მიერ ადრე მიღებული შეფასება - 4 მილიონი მზის მასა.

ახალი კვლევები მნიშვნელოვანია გალაქტიკის ცენტრალური ნაწილში მატერიის განაწილების და სუპერმასიური შავი ხვრელების ფორმირების პროცესის შესწავლისთვის.

წყარო:

https://www.sciencealert.com/a-star-dancing-around-a-supermassive-black-hole-is-another-win-for-relativity

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.