ტვინის კომპიუტერი ინტერფეისები (BCI) არის მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მხოლოდ გონების გამოყენებით შეუძლიათ აკონტროლონ ხელოვნური კიდურები, კომპიუტერის კურსორები და სხვა ინტერფეისები. BCI-ის ერთერთი ძირითადი პრობლემაა არასტაბილურობა - დროთა განმავლობაში ტვინისაგან მიწოდებული სიგნალები იცვლება და ინდივიდმა შეიძლება დაკარგოს თავისი BCI-ის კონტროლის უნარი. ამის შედეგად დროდადრო აუცილებელი ხდება დამხმარე ტექნიკური პერსონალის მიერ სისტემის რეკალიბრაცია.
ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა კარნეგი მელონის და პიტსბურგის უნივერსიტეტების მკვლევარების ჯგუფის კვლევა, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა მკვეთრად გააუმჯობესოს ადამიანის ტვინთან ინტეგრირებული კომპიუტერული ინტერფეისების სტაბილურობა და მნიშვნელოვნად შეამციროს, ან აღმოფხვრას გამოყენების დროს მოწყობილობის კალიბრების აუცილებლობა.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი William Bishop (კარნეგი მელონის უნივერსიტეტი) ყვება: „წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა თქვენ გსურთ მობილური ტელეფონის გამოყენება, გჭირდებოდეთ ეკრანის კალიბრება, ისე რომ მოწყობილობა ხვდებოდეს ეკრანის რომელ ნაწილს ეხებოდით. BCI ტექნოლოგიაც მსგავსია, მოწყობილობის სწორად მუშაობის მიზნით, მომხმარებლებმა უნდა გააკეთონ ხშირი რეკალიბრება“.
ახალ შრომაში მოწოდებულია BCI მოწყობილობის სწავლების ალგორითმი, რომელიც ინდივიდს საშუალებას აძლევს ნახსენებ არასტაბილურობის პირობებშიც გააგრძელოს BCI-ზე კონტროლი.
„როდესაც ჩვენ ვამბობთ სტაბილიზაცია, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ჩვენი ნერვული სიგნალები არ არის ერთნაირი. შესაძლოა იმიტომ, რომ სიგნალებს ვიღებთ სხვადასხვა ნეირონებისგან. ჩვენ მოვძებნეთ ნეირონების სხვადასხვა პოპულაციებზე დაკვირვების მეთოდი. ამ ინფორმაციით გამოვყოფთ საერთოს ტვინში მიმდინარე პროცესებიდან, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნებთ BCI-ს კალიბრება ნეირონების არასტაბილურობის პირობებში.” განმარტავს მკვლევართა ჯგუფის მეორე წევრი Alan Degenhart (კარნეგი მელონის უნივერსიტეტი).
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2020/04/200420125540.htm