ჟურნალ Nature Astronomy აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ობიექტი SN2016aps, შესაძლებელია იყოს უიშვიათესი ტიპის „წყვილურად არასტაბილური ზეახალი ვარსკვლავი’’, რომელიც შეიქმნა აფეთქებამდე ორი მასიური ვარსკვლავის შერწყმით. მსგავსი ობიექტი აქამდე არ იყო დაკვირვებული.
კვლევის წამყვანი ავტორის, Matt Nicholl-ის (ბირმინგენის უნივერსიტეტი) განცხადებით: ’’ჩვეულებრივი ზეახალის გამოსხივებას აფეთქების სრული ენერგიის 1 %-ი მიაქვს, მაშინ როცა SN2016aps-ის შემთხვევაში ეს რიცხვი 5-ჯერ მეტია, ესაა ყველაზე დიდი სინათლე რაც ოდესმე ზეახალიდან დაგვიფიქსირებია“.
იმისათვის რომ ის ასეთი კაშკაშა გამხდარიყო, SN2016aps-ის აფეთქება ჩვეულებრივზე უფრო მძლავრი უნდა ყოფილიყო. ობიექტის სინათლის სპექტრის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნათების გაძლიერება გამოწვია აფეთქების ტალღის დაჯახებამ გარე გაზურ გარსთან, რომელიც ვარსკვლავს მოწყდა აფეთქებამდე წლებით ადრე.
ზეახალი ვარსკვლავების უმრავლესობა გალაქტიკებში გვხვდება. სტატიის კიდევ ერთ ავტორის Peter Blanchard-ის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) თქმით: „SN2016aps ასევე იმითაა გამორჩეული რომ, იგი თითქოს სიცარიელეში იყო, რადგან არ ჩანდა გალაქტიკა სადაც ეს ვარსკვლავი დაიბადა, მანამდე სანამ ზეახალის სინათლე არ ჩაქრა“.
ასტრონომების ჯგუფი SN2016aps-ს 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდა. მათი შეფასებების თანახმად ობიექტის მასა 50-100 ჯერ აღემატებოდა მზის მასას, მაშინ როცა ჩვეულებრივი ზეახალის მასა 8-15 მზის მასის ტოლია.
ძალიან მასიური ვარსკვლავები განიცდიან პულსაციას რის გამოც აფეთქებამდე კარგავენ გაზურ გარსს. ეს პროცესი შედეგია ე. წ. წყვილური არასტაბილურობის, რომელიც განხილვის თემა იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში. ავტორების აზრით, ზეახალის აფეთქების ტალღა შესაძლოა დაეწიოს გაზურ ღრუბელ, რომელთან დაჯახებისას საკმაოდ დიდ ენერგია გამოიყოფა.
Dr Nicholl სიტყვებით: „SN2016aps იმითაც იყო გამორჩეული, რომ მისი გაზი უმეტესად წყალბადისგან შედგებოდა, მაშინ როცა ასეთ მასიურ ვარსკვლავს წყალბადი ვარსკვლავური ქარებით უნდა დაეკარგა აფეთქებამდე დიდი ხნით ადრე. ეს შეიძლება აიხსნას თუ აფეთქებამდე მოხდა ორი ნაკლებად მასიური, დაახლოებით 60 მზის მასის მქონე ვარსკვლავების შერწყმა. ნაკლებად მასიური ვარსკვლავები უფრო დიდხანს ინარჩუნებენ წყალბადს და ასევე მათი ჯამური მასა საკმარისია წყვილური არასტაბილურობის წარმოსაქმნელად“.
SN2016aps პირველად დაფიქსირდა Pan-STARRS ტელესკოპების სისტემის (ჰავაი) მონაცემების შესწავლისას. ასტრონომების ჯგუფმა ასევე გამოიყენა კოსმოსური ტელესკოპი Hubble, Keck და Gemini (ჰავაი); და MDM და MMT (არიზონა) ობსერვატორიების მონაცემები.
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2020/04/200413132805.htm