ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ევროპის სამხრეთის ობსერვატორიიდან (ESO) და სხვა ინსტიტუტებიდან აღმოაჩინეს აქამდე დამზერილთა შორის ყველაზე ახლოს მდებარე შავი ხვრელი, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 1,000 სინათლის წლითაა დაშორებული. იგი ქმნის სამმაგ სისტემას, რომელის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც კი არის შესაძლებელი. ასტრონომებმა შავი ხვრელი აღმოაჩინა სწორედ მის ორ ხილულ კომპანიონზე დაკვირვების შედეგად შეძლეს ლა სილას ობსერვატორიაში (ჩილე) მდებარე MPG/ESO 2.2-metre telescope-ს გამოყენებით. მეცნიერები ფიქრობს რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში მეტი მსგავსი შავი ხვრელი იქნება დაფიქსირებული.
"ჩვენ გაკვირვებული ვიყავით როდესაც გავაცნობიერეთ, რომ ეს პირველი შავი ხვრელის ვარსკვლავური სისტემაა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით შეიძლება დაინახო." ამბობს Petr Hadrava (ჩეხეთი), აღმოჩენის ერთ-ერთი თანაავტორი. „სისტემა მდებარეობს ტელესკოპის თანავარსკვლავედში, რომელიც ისე ახლოსაა დედამიწასთან რომ სამხრეთ ნახევარსფერში, მოწმენდილი ცის შემთხვევაში შეიძლება ტელესკოპის გარეშეც დავაკვირდეთ“. ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი Thomas Rivinius (ESO).
ასტრონომები აკვირდებოდა ორმაგ (როგორც თავიდან ეგონათ) ვარსკვლავურ სისტემას HR 6819. მაგრამ მონაცემების კვლევისას მათ აღმოაჩინეს სისტემის უჩინარი მესამე სხეული: შავი ხვრელი. ლა სილას ობსერვატორიაში მდებარე FEROS სპექტროგრაფის საშუალებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ვარსკვლავი უცნობი ობიექტის გარშემო შემოვლას 40 დღე უნდება, ხოლო მეორე ვარსკვლავი შედარებით დაშორებულია მათგან.
HR 6819 სისტემაში მდებარე შავი ხვრელი ასევე არის ერთ-ერთი პირველი შავი ხვრელი რომელიც გარემოზე ’’აგრესიულად’’ არ მოქმედებს და ამიტომ ნამდვილად შავად გამოიყურება. ამიტომ ასტრონომებმა მისი მასა კომპანიონი ვასკვლავების ორბიტების საშუალებით შეაფასეს: „უჩინარი ობიექტი, რომლის მასა მზეზე 4-ჯერ დიდია, შეიძლება მხოლოდ შავი ხვრელი იყოს.’’ განაცხადა Thomas Rivinius მა.
დღეისთვის ასტრონომებმა ჩვენს გალაკტიკაში მხოლოდ რამდენიმე შავი ხვრელი აღმოაჩინეს. თითქმის ყველა მათგანი გარე მატერიასთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი ძლიერი გამოსხივების დაკვირვებით იქნა აღმოჩენილი. მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვენი გალაქტიკის არსებობის მანძილზე ბევრად მეტი ვარსკვლავი კოლაფსირდა შავ ხვრელად. HR 6819-ის უჩინარი შავი ხვრელის აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ჩვენს გალაქტიკაში მეტი უჩინარი შავი ხვრელი იქნება დაკვირვებული.
ასტრონომები უკვე ფიქრობენ, რომ LB-1 სისტემა შეიძლება იყოს HR 6819-ის მაგვარი სამმაგი სისტემა შავი ხვრელით. ეს სიტემა საკმარისად დაშორებულია დედამიწიდან, მაგრამ ასტრონომიულ დაკვირვება მაინც შესაძლებელია.
სამმაგი სისტემის აღმოჩენამ, რომელში ორი ობიექტი ახლოსაა ერთმანეთთან ხოლო მესამე დაშორებული, შეიძლება ნათელი მოჰფინოს გრავიტაციული ტალღებით დაფიქსირებული მასიური სხეულების შერწყმის მექანიზმს. ზოგიერთ ასტრონომს სჯერა, რომ HR 6819-ის მსგავს კონფიგურაციაში შეიძლება მოხდეს ორი შავი ხვრელის, ან შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავისგან შემდგარი შიდა წყვილის შერწყმა. მიუხედავად იმისა, რომ HR 6819 არ შეიცავს ორ შავ ხვრელს ან ნეიტრონულ ვარსკვლავს, იგი საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ვარსკვლავური დინამიკა სამმაგ სისტემებში.
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2020/05/200506091537.htm