მაღალი გარჩევადობის ულტრა-სწრაფი "ელექტრონული კამერის" გამოყენებით მეცნიერებმა სტანფორდიდან მოახერხეს მბრუნავი აზოტის მოლეკულის სურათების გადაღება.
Nature-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატიების თანახმად წარსულში მოხდა დედამიწის რადიოაქტიური იზოტოპებით დაბინძურება, რაც გამოწვეული იყო რამდენიმე ახლოსმდებარე ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებით.
Nature Materials-ის 4 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარები პირველად დააკვირდნენე ნივთიერების ახალ მდგომარეობას - კვანტურ სპინურ სითხეს.
Earth and Planetary Science Letters ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატის თანახმად დედამიწის არსებობის მანძილზე მისი ბირთვი მხოლოდ 300o С-ით გაცივდა, რაც 10-ჯერ ნაკლებია დედამიწის სტანდარტული მოდელის წინაწარმეტყველებასთან შედარებით. ფრანგ მკვლევართა აზრით, ამის მიზეზია მთვარის ზემოქმედება, რომელიც კვებავს დედამიწის მაგნიტურ ველზე პასუხისმგებელ გეო-დინამოს ეფექტს.
2 აპრილს კომპანია Blue Origin-მა (აშშ) უკვე მესამედ წარმატებით გამოსცადა თავისი ახალი კოსმოსური აპარატი.
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი (თეთრი ჯუჯა), რომლის ატმოსფერო თითქმის მთლიანად ჟანგბადისგან შედგება.
ასტრონომთა ჯგუფმა ჰარვარდიდან აღმოაჩინა ერთ-ერთი უიშვიათესი მოვლენა - პლანეტა მოძრაობს სტაბილურ ორბიტაზე 3-ვარსკვლავიან სისტემაში.
ოტავას უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სპირალურად პოლარიზებული სინათლის სიჩქარე ვაკუუმში ნაკლებია არაპოლარიზებული სინათლის სიჩქარესთან შედარებით.



